ლევან იოსელიანი: ალბათობა იმისა, რომ ვეტო იყოს გამოყენებული, არსებობს
"ალბათობა იმის, რომ ვეტო იყოს გამოყენებული, არსებობს, რადგან პრეზიდენტი დაინტერესებული ამ საკითხით დეტალურად", - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„მხოლოდ ერთი მუხლის შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დაჩქარების აუცილებლობა იყო, იმიტომ რომ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არსებობს. საპატიმრო ზღვარის დადგენასა და საჯარიმო სანქციების გაზრდაზე, დაჩქარებული წესით განხილვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და ამის შესახებ განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.