თეგებით ძიება

დავით უსუფაშვილი: ჩვენ ევროპული სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ

"ზოგადად, ჩვენ კანონშემოქმედებაშიც ევროპული სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ", - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა თუ პრეზიდენტის ვეტოს მიიღებს, კი არ უნდა გაბრაზდეს, არამედ უნდა დაფიქრდეს, რომ კანონის ხარისხი აამაღლოს.

„ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ინიციატივით შედგა ეს კონსულტაციები, იმაზე მიანიშნებს, რომ თავადაც ფიქრობს ამ საკითხზე. სხვა შემთხვევაში მასთან ჩვენი ვიზიტი, არ იქნებოდა აზრთან ახლოს, თუმცა გადაწყვეტილება რა იქნება, ამას თავად მიიღებს. ზოგადად, ჩვენ კანონშემოქმედებაშიც ევროპული სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა