გურამ მაჭარაშვილი: სჯობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რასაც მოაწერეს ხელი ის შეასრულონ
"იმ საკითხზე, რაზეც ახლა ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, არ მობრძანდნენ განხილვაზე საქართველოს პარლამენტში", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას სურს, გარკვეული ტექნიკური ხარვეზები მოძებნოს.
„იმ საკითხზე, რაზეც ახლა ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, არ მობრძანდნენ განხილვაზე საქართველოს პარლამენტში. ეს დამოკიდებულება აჩვენებს, რომ მათ ის კი არ აინტერესებთ, რა ცვლილებები იქნა მიღებული, არამედ ის, რომ მოძებნონ გარკვეული ტექნიკური ხარვეზები მათი გაგებით და მხოლოდ დღის წესრიგი შექმნან, მაგრამ სჯობს, რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა, კომიტეტებში, სესიებსა თუ ინდივიდუალურ ფორმატებში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.