დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს
"პრეზიდენტს თავისი დისკრეცია აქვს, თუმცა საფუძველი იმის, რომ ამ კანონს რამე სახით ვეტოს დადება დაემუქროს, რეალურად არ არსებობს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არგუმენტაცია, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ახლავს და საკმარისია, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ეს კანონი კონკრეტულად არსებული მოცემულობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე არის მიღებული.
„დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ვფიქრობ, ის არგუმენტაცია, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს თან ახლავს და დასაბუთება, არის საკმარისი, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ეს კანონები არის კონკრეტულად არსებული მოცემულობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მიღებული და მას არანაირი სხვა მიზანი არ აქვს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.