თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არჩევნებზე 57%-იან ზღვარს ვერაფრით გადალახავს

"ეს ოპოზიცია 57%-იან საარჩევნო ზღვარს ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე, კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვთ.

„ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ექვსი თვე დარჩა. პოლიტიკური პარტიები კი მერობის კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა