პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის", ,,ლელო - საქართველოსათვის“, "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისგან პარლამენტის მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას ითხოვს.