თეგებით ძიება

ნიკა მელია მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ყველასთან - თამარ კორძაია

ნიკა მელია მზად არის, გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თვითმართველობის არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას განწყობაა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას.

“პირველ რიგში, მინდა მისი თხოვნა გავაჟღერო, ნიკა მელია ყველა ადამიანს მადლობას უხდის, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, იბრძოდა მისი გათავისუფლებისთვის და საერთოდ, იბრძვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს პროგრესი და წინსვლა.

ნიკა მელიას განწყობაა სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას. ის მზად არის, გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს 43% ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე“, - განაცხადა კორძაიამ.

ამასთან თამარ კორძაიას თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა