5 გზა, გამოიყურებოდეთ ჯანსაღად ერთ კვირაში და 5 რამ, რაც არასდროს უნდა გააკეთოთ
ახლა საუკეთესო დროა, გავუმკლავდეთ მომატებულ წონას, გამოვიყურებოდეთ ჯანსაღად და რაც მთავარია, ჰარმონიაში ვიყოთ საკუთარ თავთან. თუ რომელი გზაა საუკეთესო ფორმაში ჩასადგომად, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
უნდა დალიოთ ბევრი წყალი
წყალი აუცილებელია - ის არეგულირებს ყველა უჯრედის ფორმას ჩვენს სხეულში. თუ საკმარისი რაოდენობის სითხეს არ მივიღებთ, უჯრედები დაიწყებენ გაქრობას. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები რეკომენდაციას უწევენ წყლის დალევას, ნაცვლად შაქრით გაჟღენთილი გაზიანი სასმელებისა. ერთი ჭიქა ცივი H2O-ს დალევა სჯობს ნებისმიერი სოდიანი სასმლის მიღებას. ამით თავიდან ავიცილებთ ზედმეტ 240 კალორიას.
არ უნდა გაიწმინდოთ ორგანიზმი წვენებით
არ შეიძლება სხეულის დეტოქსიკაცია წვენების მიღებით. მხოლოდ წყლის, წვენის ან სხვა რომელიმე სითხის დალევა რამდენიმე დღეზე დიდხანს გამოიწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. რეგულარულად არაჯანსაღი პროდუქტების მოხმარება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
უნდა შეამციროთ ნატრიუმი
CDC-ს თანახმად, ამერიკელი მოზარდების უმეტესობა, 89%, ძალიან ბევრ ნატრიუმს იღებს. ეს არ გულისხმობს სახლში სადილზე დამატებულ მარილს. ზედმეტი რაოდენობის მარილის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს შესიება, შეშუპება, რადგან ნატრიუმი ორგანიზმში სითხეს აკავებს.
არ უნდა აიკრძალოთ ყველანაირი სახის საკვები
ძალიან დიდი განსხვავებაა საკვების შემცირებასა და მის სრულად აკრძალვას შორის. დიეტა, რომელიც გულისხმობს ზოგი ინგრედიენტის მენიუდან ამოღებას (შაქრის ან გლუტეინის), შესაძლოა ჩანაცვლდეს სხვა მსგავსი პროდუქტებით, რომლებიც ორგანიზმში იმავე ფუნქციას შეასრულებს (მაგალითად, თაფლით ან სიმინდის შემცველი საკვებით).
უნდა მიიღოთ ბოსტნეული
მწერალმა მაიკლ პოლანმა საუკეთესოდ თქვა ეს: ,,ჭამე საჭმელი. ოღონდ არა ბევრი. ძირითადად, ბოსტნეული. ახალი, მაღალბოჭკოვანი ბოსტნეული, როგორებიცაა ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო - როგორც წესი, ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების შესანიშნავი წყაროა. ეს პროდუქტები დაგვეხმარება შევინარჩუნოთ სიმხნევე და ამავდროულად, სიმსუბუქე.
არ უნდა ფოკუსირდეთ მხოლოდ კალორიებზე
კალორიებზე კონცენტრირება შეიძლება საშიში იყოს, რადგან ერთი საკვების კალორია იგივე არ არის, რაც მეორისა. განსაკუთრებით ეს ეხება რესტორანში ჭამას. ბევრი დაბალკალორიული საკვები გაჯერებულია ნატრიუმით, რომლის მიღებაც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ წონის შენარჩუნების მიზნით სწრაფი კლება არაა ეფექტური.
უნდა იფიქროთ პოზიტიურად
პირველ რიგში, აუცილებელია, ფსიქოლოგიურად დადებითად განვეწყოთ საკვების მიმართ. არაა საჭირო, მხოლოდ ტკბილეულის ჭამა გაყენებდეს კარგ ხასიათზე. ჯანსაღ საკვებსაც შეუძლია სიხალისე შეგმატოს. უამრავი საუცხოო რეცეპტია თქვენი მენიუს მრავალფეროვნებისთვის.
არ უნდა მოელოდოთ სასწაულებს
მოდით, ვიყოთ რეალურები: ერთი კვირის განმავლობაში სწორი კვება არ ნიშნავს მაშინვე გახდომას. ამ მოკლე დროში შეიძლება მოხდეს ის, რომ ორგანიზმი გადავიდეს სრულფასოვან ფუნქციონირებაზე. ჩვენი სხეული კარგად მოპყრობას იმსახურებს. ერთკვირიანმა ჯანსაღი ცხოვრების წესმა, შესაძლოა, სათავე დაუდოს მომავალი თვეების და წლების ჯანსაღად კვებას.
ავტორი:გვანცა ახვერდაშვილი