თეგებით ძიება

როგორ მოვიშოროთ სიმძიმეები და გავიმარტივოთ ყოველდღიურობა?

პირველ რიგში, დაფიქრდით, რა გამძიმებთ?
ჩვენი რჩევაა, ნაკლებად სერიოზულად მოეკიდეთ ყოველდღიურ ცხოვრებას.

ცხოვრების გზაზე, უმეტესობა ჩვენგანი ძალიან დიდ ტვირთს ატარებს. რა გაქვთ ზურგჩანთაში? თუ ჩვენს უმეტესობას ჰგავხართ, ძალიან ბევრი რამ გაქვთ ყოველდღე შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში და კიდევ უფრო ბევრი რამ კარადაში. ძალიან ბევრი კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან; ძალიან ბევრი "უნდა"; წუხილი; დარდი თუ სინანული.

გაიხსენეთ დრო, როდესაც თქვენი ტვირთი უფრო მსუბუქი იყო. დრო, როდესაც ცუდი ურთიერთობა დაასრულეთ; ან მოულოდნელად გაემგზავრეთ საოცნებო მოგზაურობაში; იქნებ, მეგობრებთან ერთად გაარკვიეთ ბუნდოვანი საკითხი; ან ის პრობლემა მოაგვარეთ, რომელიც გაწუხებდათ.... ეს შესანიშნავი იყო, არა?


რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ ვართ მომთაბარე მონადირე-შემგროვებლები, რომელთა ქონების ერთ ხელში დატევა შეიძლებოდა. თქვენ იცით, რაც ნამდვილად გჭირდებათ ამ ცხოვრებაში - ბედნიერება. მაგრამ ყველა ზედმეტი ფიზიკური და გონებრივი მოვლენა, რომელიც დროს გართმევთ, ართულებს თქვენს ცხოვრებას, გამძიმებთ და გიჭერთ. სინამდვილეში, ცხოვრება ისედაც საკმაოდ მძიმეა და დამატებით ტვირთს არ საჭიროებს.

ამ საკითხის უფრო ღრმად გაგებისთვის, გაითვალისწინეთ ინდუისტური იდეა, რომ ღმერთს აქვს სამი ძირითადი გამოვლინება: შემოქმედი, შემნახველი და გამანადგურებელი. ეს პოზიტიური "განადგურება" საშუალებას გაძლევთ შექმნათ და შეინარჩუნოთ, ისევე როგორც ამოსუნთქვის შემდეგ შეგიძლიათ ჩაისუნთქოთ.

როგორ?
დაყარეთ თქვენი ტვირთი და აღარ დაიმატოთ ახალი.

შეარჩიეთ რომელიმე ნივთი, მაგალითად, წიგნის თარო, კაბა ან კარადა. გააჩუქეთ ან გადააგდეთ. დააკვირდით როგორი გრძნობაა ეს - შფოთვისგან განთავისუფლებას ხომ არ ჰგავს? შემდეგ ყურადღება გაამახვილეთ ყველა იმ პოზიტიურ გრძნობასა თუ ნივთზე, რომელიც აღარ გჭირდებათ და მზად ხართ გაუშვათ. იფიქრეთ სამსახურში, სახლსა და კარადაში არსებულ ნივთებზე - ხედავთ რამდენის გაცემა შეგიძლიათ?


სამსახურში კარგად დააკვირდით თქვენს ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებსა და დავალებებს. ჩამოწერეთ სია და ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნუთუ მართლა მჭირდება ყველაფრის გაკეთება ?! დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს. გადაწყვიტეთ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვებს და დაავალეთ. გადაწყვიტეთ რა „უნდა“ გააკეთოთ, მაგრამ ასევე, განსაზღვრეთ, რისი გადატანა შეგიძლიათ.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში (დღე, კვირა, წელი), ნუ აიღებთ ერთ ახალ მთავარ ვალდებულებას. ყველა ახალი საქმიანობა, ღონისძიება და დავალება განიხილეთ, როგორც "დამნაშავე, სანამ არ დადასტურდება უდანაშაულობა" - და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანეთ ზურგჩანთში, თუ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად გსურთ ამის გაკეთება ან ვერაფრით აიცილებთ მის შესრულებას.

დააკვირდით თქვენს ურთიერთობებს - რომელი მათგანია განსაკუთრებით მძიმე, ჩახლართული და დატვირთული? შემდეგ გაანალიზეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ ამის გამოსასწორებლად. შეგიძლიათ უკან დახევა? აღარ დაკავდეთ გარკვეულ თემებზე ფიქრით (მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები, მესამე პირებთან კონფლიქტები, წარსული)? შეგიძლიათ აღარ მოირგოთ გარკვეული როლი (მაგალითად, პრობლემების მომგვარებელი, კვაზი-თერაპევტის, მრჩეველი)?

დააკვირდით თქვენს გონებას: რა ამძიმებს მას? დიდი ხნის წინ ჩადენილი ცუდი ქმედებით გამოწვეული დანაშაულის გრძნობა? ზედმეტი შფოთვა? მაღალი, პერფექციონისტული სტანდარტები? ბრაზი? წუწუნი? საჩივრები? პასიურობა? ეჭვი? ძალიან სერიოზულად ხომ არ უყურებთ საკუთარ თავს?

რაც არ უნდა იყოს თქვენი სიმძიმის მიზეზი, აირჩიეთ რომელიმე მათგანი და რაღაც დროის შუალედში გაანადგურეთ - გააჩუქეთ, გადააგდეთ, დაივიწყეთ ან სხვა ენერგიად გადააქციეთ. ნახეთ როგორი გრძნობაა ეს: ალბათ საკმაოდ მშვენიერი!

პირველი სიმძიმის ჩამოგდების შემდეგ მოგვრილი შვება, იქნება შთაგონება ყოველი მომდევნო ტვირთის მოსაშორებლად. დაიმახსოვრეთ, თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, უნდა გადააგდოთ!

აავსეთ თქვენი გული სიმსუბუქით, რადგან ამას იმსახურებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა