3 ოქროს წესი, როგორ გავაუმჯობესოთ ხერხემლის პოზიცია
დღევანდელ რეალობაში, ჩვენ მჯდომარე ცხოვრების წესს მივდევთ: სამუშაო მაგიდა და კომპიუტერი; დივანი და ტელევიზორი; მგზავრობა: ავტობუსი, მატარებელი ან მანქანა... ასეთ მოცემულობაში, შეუძლებელიც კია გაიხსენოთ, როდის იმოძრავეთ ბოლოს. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ როგორ ზიხართ, რადგან სხვა შემთხვევაში, ხერხემლის არასწორმა პოზიციამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენი სხეულის კუნთებზე, სახსრებზე და გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები.
თუ კარგ პოზიციაში ზიხართ, მაშინ ბალანსის კარგი შეგრძნება, ნაკლები ზურგის ტკივილი და დაღლილობა, სისხლის გარშემო უკეთესი მიმოქცევა გექნებათ. ამასთან, თუ აქტიურად არ იფიქრებთ თქვენი ჯდომის მანერის გაუმჯობესებაზე, ადვილი იქნება კომპიუტერის ეკრანის წინ თქვენი ჯანმრთელობის განადგურება.
1. გაიმართეთ და იმოძრავეთ
როდესაც ჯდომისას მთელს ძალისხმევას მხრებზე და კისერზე მიმართავთ, მაშინ ზურგი აუცილებლად მოდუნებული და შესაბამისად, მოხრილი იქნება. თუ სიფხიზლეს არ შეინარჩუნებთ, თქვენი სხეული ბუნებრივად უკან დაიხევს და მოიხრებით. პირველ რიგში, თქვენ უნდა მოამზადოთ გონება, რათა მიხვდეს, თუ როდის იჭრება თქვენი სხეული და შეასწოროთ თქვენი პოზიცია.
სავარძელზე სწორად ჯდომა გულისხმობს ფეხების მყარად იატაკზე შენარჩუნებას და საზურგის მაქსიმალურ გამოყენებას - თქვენი პოზის გამოსწორება, როდესაც შენიშნავთ, რომ არაწორად ზიხართ, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი პოზის გაუმჯობესებისკენ.
იმავე მდგომარეობაში დიდხანს ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დაძაბულობა და დაღლილობა. კუნთების დაღლილობის თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ ყოველ ნახევარ საათში მოძრაობთ მინიმუმ ორიოდე წუთის განმავლობაში. თქვენ გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი, რათა გაათავისუფლოთ სხეულში დაძაბულობა, შემდეგ კი დაბრუნდეთ თქვენს ადგილზე და განაახლოთ თქვენი სამუშაო.
2. აკონტროლეთ თქვენი სიარული
ადამიანები ხშირად შეცდომით ფიქრობენ, ხერხემლის პოზიციაზე მხოლოდ ჯდომის დროს უნდა იფიქრონ. რეალობა ისაა, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია თქვენი პოზის შენარჩუნება მაშინაც, როდესაც ფეხზე დგახართ. როდესაც სეირნობთ, მხრები კარგად გაასწორეთ და შეინარჩუნეთ წონასწორობა. უმჯობესია მუხლები ოდნავ მოხაროთ და თქვენი წონის უმეტესი ნაწილი, ფეხის თითების ნაცვლად, ცენტრისკენ გადაიტანოთ.
3. სწორად იძინეთ
როგორ გძინავთ, მნიშვნელოვნად მოქმედებს თქვენს პოზაზე. თუ რბილ ლეიბზე გძინავთ, ეს შეიძლება კომფორტული იყოს, მაგრამ ის არ უზრუნველყოფს თქვენს ხერხემლის სათანადო მხარდაჭერას მთელი ღამის განმავლობაში. ბევრად უკეთესია, მყარ ლეიბზე დაძინება, რადგან ეს ხელს შეუწყობს თქვენი ხერხემლის ბუნებრივი ფორმის შენარჩუნებას.
უფრო მეტიც, თქვენ უნდა დაიძინოთ ისეთ ბალიშზე, რომელიც თქვენს ზურგს შეესაბამება. თუ თქვენი ბალიში ძალიან სქელია, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გიქმნით პრობლემებს. ამიტომ, სანამ დაიძინებთ დარწმუნდით, რომ თავი სათანადო პოზიციაშია.