თეგებით ძიება

თუ ოჯახში ჭურჭელს მამაკაციც რეცხავს, წყვილს უფრო ხშირად აქვს სექსი

ორი ადამიანის თანაცხოვრება მარტივი არ არის. პარტნიორებმა უნდა იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, ხასიათი, მისწრაფებები, ინტერესები, ჩვევები.


უნდა შეეძლოთ ერთმანეთის მხარდაჭერა კომპრომისზე წასვლა, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ წყვილები ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობის შენარჩუნებას.
ურთიერთობაში ზოგჯერ ისეთი პრობლემები იჩენს თავს, როგორსაც არ ველოდებით, რის შესახებაც არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, მაგრამ რეალურად ის, რაც უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, ყველაზე დიდ პრობლემებს გვიქმნის. მაგალითად, შეიძლება უთანხმოება მოჰყვეს ისეთ საკითხს, როგორიცაა ჭურჭლის გარეცხვა.

ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ჭურჭელი, სამოსი ქალმა უნდა გარეცხოს, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ქალები, რომლებსაც ქმრები მსგავს საკითხებში არ ეხმარებიან თავს უბედურებად მიიჩნევენ, დღის განმავლობაში იღლებიან.

ცუდ ხასიათზე მყოფებს და დაღლილებს კი, სექსის სურვილი უქრებათ და შესაბამისად, ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება.


როგორც ახალი კვლევა აჩვენებს ჭურჭლის რეცხვა და სექსი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ გსურთ ურთიერთობა წარმატებული იყოს სჯობს, ყველა საქმე გადაანაწილოთ და მათ შორის ჭურჭლის რეცხვაც. შეგიძლიათ მორიგეობა დააწესოთ. ამ შემთხვევაში პარტნიორებიდან არც ერთს არ ექნება იმის შეგრძნება, რომ ის უფრო მეტ საქმეს აკეთებს, რომ შავი სამუშაოს შესრულება უწევს.


კვლევის მიხედვით, თუ ჰეტეროსექსუალი პარტნიორებიდან მამაკაცი ჭურჭელს რეცხავს, მისი საყვარელი ადამიანი ამ დროს ბედნიერია, რადგანაც მიიჩნევს, რომ პარტნიორი მას მხარს უჭერს, ეხმარება, ყოველივეს სიყვარულის გამოხატვად მიიჩნევს, ამავდროულად მამაკაცსაც სიამოვნებას ჰგვრის იმის გაცნობიერება, რომ საყვარელ ქალს ამით ასიამოვნა.


ფსიქოლოგების განმარტებით, ასეთი ურთიერთობა აუცილებლად არის ბედნიერი და ჯანსაღი. ასეთი წყვილები კიდევ უფრო ხშირად კავდებიან სექსით, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად ამყარებს ურთიერთობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა