თუ თქვენი ურთიერთობა დასრულდა - ტკივილის გადალახვის 5 ჯანმრთელი გზა
განშორება ისეთი რამაა, რასაც ცხოვრებაში თითქმის ყველა ადამიანი განიცდის. ეს საკმაოდ მტკივნეული და რთული პროცესია. თუ დაშორებისგან განკურნებას ცდილობთ, შეიძლება გრძნობთ, რომ აღარასდროს იქნებით ბედნიერები, ან თუნდაც, რომ ვეღარასოდეს იპოვით სიყვარულს. ახლა გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს თვალწინ ინგრევა.
მაგრამ დაიმახსოვრეთ, არც ერთი ეს ფიქრი თუ ემოცია არ არის მართალი. თქვენ შეგიძლიათ ყველაზე მწარე განშორებისგან განკურნება და უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ ამის შემდეგ, უფრო უკეთესი ადამიანი გახდეთ. ამისთვის კი მცირე მითითება და სწორი მიმართულების ჩვენებაა საჭირო.
1. მიეცით თავს მოწყენის უფლება
განშორების მრავალი მიზეზი არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა თქვენს მიზეზებს, ერთი ფაქტი უნივერსალურია: ურთიერთობის დაკარგვა მტკივნეულია, ხოლო ამ ტკივილისგან გამოჯანმრთელება ძალიან რთული. ამ გრძნობებისგან გათავისუფლების ყველაზე მარტივი და ჯანმრთელი გზაა, მისცეთ საკუთარ თავს მათი განცდის და შეცნობის უფლება.
ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ დაშორებაზე ზედმეტი დარდი ბავშვური ქმედებაა. მაგრამ დაფიქრდით, როდესაც ვინმეს დაშორდებით, რამდენი ცვლილება უნდა გაიაროთ და გაუმკლავდეთ. ამ პროცესში ემოციების დათრგუნვას არ აქვს დადებითი ეფექტი და ნეგატიური გრძნობების დაგროვებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესოს თქვენი ტკივილი. ასე რომ ისწავლეთ აღიაროთ თქვენი ემოციები, გაიცნოთ ისინი და შემდეგ, სათითაოდ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან.
2. შეინარჩუნეთ გულწრფელი ურთიერთობა მეგობრებთან
თქვენ გჭირდებათ სოციალური დახმარება. ესაუბრეთ მეგობრებს ან ოჯახის ახლო წევრებს, მოძებნეთ ისინი, ვისაც ენდობით და ვინც ზრუნავს თქვენზე. თუ ამ ეტაპზე, ეს ცოტა საშიში გეჩვენებათ, დაიწყეთ იმ პიროვნებით, ვისთანაც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს.
როდესაც განშორების შემდეგ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ეს აუცილებელია გუნება-განწყობილების ასამაღლებლად, თქვენი პრობლემების დასავიწყებლად და პოზიტიური აზროვნების გასაუმჯობესებლად. პოზიტიური ადამიანების გვერდით ყოფნა იმ სასიამოვნო ჰორმონებით შეგავსებთ, რომელსაც ვეღარ იღებთ თქვენი ურთიერთობიდან.
3. გამოიჩინეთ სიკეთე საკუთარი თავის მიმართ
განშორების შემდეგ, ძალიან ადვილია საკუთარ თავში ეჭვის შეტანა. თქვენ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოთ თქვენი გადაწყვეტილებები და გამუდმებით დაშვებულ შეცდომებზე იფიქროთ. თქვენ გავიწყდებათ, რომ ურთიერთობების უმეტესობა ორივე ჩართული მხარის მიზეზით მთავრდება.
იმის მაგივრად, რომ საკუთარი თავი შეგძულდეთ, იფიქრეთ ურთიერთობაზე ობიექტურად და რაც შეიძლება რაციონალურად; შეეცადეთ, რომ წარსული ურთიერთობის გამო კი არ შეიძულოთ საკუთარი თავი, არამედ ამ შეცდომებით პიროვნულად გაიზარდოთ; გახსოვდეთ, რომ შეცდომები ადამიანის გამოცდილების ნაწილია და ამის გამო, თქვენ არ ხართ ცუდი ადამიანი.
4. შექმენით საზღვრები, რომელსაც არ გადალახავთ
როდესაც ვინმეს შორდებით, მასთან მიწერის, დარეკვის ან კიდევ ერთხელ ნახვის ცდუნება ძალიან ძლიერი იქნება. თუ ამ ცდუნებას აჰყვებით, მაშინ თქვენ დაწყევლილ წრეში ჩაერთვებით, რომელშიც წყვილი გამუდმებით შორდება და რიგდება, შორდება და რიგდება. აქ თქვენ ვერასოდეს მიხვდებით რა ურთიერთობა გაქვთ ამ ადამიანთან, ხოლო ეს გაურკვევლობა კიდევ უფრო გაუგებარი, მტკივნეული და ზოგადად, უარესი იქნება თქვენთვის.
სწორედ აქ უნდა დაიცვათ საზღვრები. თქვენ არ გაქვთ უფლება მოშუშებული ჭრილობა კიდევ ერთხელ გახსნათ. რა მოხდება, თუ მეგობრებად გსურთ დარჩენა? თუ ურთიერთობა არ იყო ხანმოკლე და თქვენ ადრეც მეგობრობდით, "დარჩენა" რთული ცნებაა. თქვენ, პირველ რიგში, გჭირდებათ გარკვეული დრო, რათა განიკურნოთ, სანამ წმინდა მეგობრობის გაგრძელებას შეძლებთ.
5. იყავით დაკავებული
ადამიანთან დაშორება ხშირად ნიშნავს, რომ გონება მასზე იქნება მიჯაჭვული. ეს კი ყველაზე დიდი პრობლემაა, რაც განკურნებაში გიშლით ხელს. ამიტომ საჭიროა, რომ თქვენი გონება მაქსიმალურად დააკავოთ, რათა წარმატებით მართოთ და გადალახოთ რთული პერიოდი.
ეძებეთ ახალი ჰობი, ისწავლეთ რამე ახალი, იკითხეთ წიგნები (სასურველია არარომანტიკული), ივარჯიშეთ და თამამად მოუსმინეთ მუსიკას.
რაც მთავარია გახსოვდეთ, რომ არაფერი მუდმივი და ეს პერიოდიც სულ მალე გაივლის.