თეგებით ძიება

20 რამ, რასაც ჭეშმარიტი ჯენტლმენი განსხვავებულად აკეთებს

1. გიღებთ კარებს
ნამდვილი ჯენტლმენი კარს უღებს სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს და პირველ რიგში, მათ ატარებს.

2. არ აგვიანებს
ის პატივს სცემს სხვა ადამიანების დროს და არასოდეს ალოდინებს.

3. ბორდიურთან ახლოს დადის
ბორდიურთან სიარული და ქალის დაცვა ნებისმიერი პოტენციური საშიშროებისგან არის ის, რასაც მხოლოდ ნამდვილი ჯენტლმენი აკეთებს.

4. გთავაზობთ მის პიჯაკს
თუ ქალს შესცივდა და ქურთუკი არ აქვს, მაშინ ის თმობს პირად კომფორტს, რათა პარტნიორმა თავი კარგად იგრძნოს.

5. გეხმარებათ დაჯდომაში
ჯენტლმენი ქალის სკამს სწევს და ეხმარება მაგიდასთან უფრო ახლოს მიიწიოს.

6. ის თავაზიანია
მას არასდროს ავიწყდება „გთხოვთ“ და „გმადლობთ“. ეს უმნიშვნელო დეტალი კი სხვების მიმართ, დიდი პატივისცემის გამოხატვაა.

7. გთავაზობთ მის ადგილს
თუ ავტობუსის, მეტროს ან პარკის სკამზე დაკავებულია, მაშინ თავის ადგილს გთავაზობთ.

8. გთავაზობთ მის მკლავს
როდესაც პაემანზე იმყოფებით და ფეხით მისეირნობთ, ის აუცილებლად გთავაზობთ საკუთარ მკლავს. ეს ძალიან კლასიკური ჟესტია - ქალი და მამაკაცი, რომელიც ხელი-ხელ მისეირნობენ.

9. იცის მაგიდასთან ქცევის ეტიკეტი
ის მუდამ იყენებს დანასა და ჩანგალს, დაფენილ ხელსახოცს და არასდროს არღვევს მაგიდასთან მოქცევის ეტიკეტს.

10. არ არის უხეში სხვა ადამიანების მიმართ
მაშინაც კი, თუ სამსახურში საშინელი დღე ჰქონდა, შეუძლია ემოციების შეკავება.

11. თავად იხდის
მეგობრებთან თუ პაემანზე, ძირითადად ის იხდის თანხას და არასდროს ელის სამაგიეროს გადახდას.

12. ყურადღებიანია
როდესაც ვინმე საუბრობს, ის ყურადღებით უსმენს და არასოდეს გაურბის თვალი ტელეფონისა თუ ტელევიზორისკენ.

13. ასრულებს თავის სიტყვას
თუ ჯენტლმენი ამბობს, რომ სადმე უნდა წავიდეს ან რამე გააკეთოს, ის ამას აკეთებს.

14. მესაიდუმლეა
თუ ჯენტლმენს რაიმე საიდუმლო გაანდეს, მაშინ ეს ინფორმაცია უსაფრთხოდაა. ის უბრალოდ არ ჭორაობს.

15. ზედმეტს არ საუბრობს
განსაკუთრებით კი პირად ურთიერთობებსა და საყვარელ ქალზე.

16. არ ავნებს სხვა ქალებს
ჯენტლმენის როლი ქალების დაცვაა, თანაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ჯენტლმენი არასდროს ატკენს ქალს. ექსტრემალური გარემოებების მიღმა, ის ქალს ფიზიკურად არ შეეხება.

17. ელოდება სხვებს
რესტორანში ყოფნისას ჯენტლმენი ელოდება, სანამ ყველა თანხმლები ადამიანი მიიღებს საკუთარ შეკვეთას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ჭამას. ეს მისი მოთმინებისა და თავაზიანობის ილუსტრაციაა.

18. გულახდილია
ჯენტლმენი სიმართლეს ამბობს, მაშინაც კი, თუ ეს მას ავნებს. ის სანდო ადამიანია.

19. ოქროს ხელები აქვს
მას შეუძლია მოაწესრიგოს მანქანა, გატეხილი სახელური, გამოუცვალოს ბავშვის საფენი ან მოამზადოს სადილი. ჯენლტმენს შეუძლია საქმის გაკეთება.

20. იცავს დაუცველებს
ჯენტლმენი, თავის თავში მეომარი ადამიანია და მუდამ მზადაა, უდანაშაულო ადამიანი დაიცვას. ვაჟკაცობა, გაბედულება და უშიშრობა არის ჯენტლმენობის მთავარი ნიშანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა