როგორ გავხდე პროფესიონალი? - 9 რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ
ოდესმე გიფიქრიათ, თუ როგორ მოქმედებს კომუნიკაციის უნარები თქვენს პროფესიონალიზმზე? კარგი სამუშაო უნარების მიუხედავად, შეიძლება უნებლიეთ აწყენინოთ და იმედები გაუცრუოთ თქვენს კოლეგებსა თუ უფროსებს.
იყო პროფესიონალი ნიშნავს ყურადღებას აქცევდე საკუთარ საქმიან იმიჯს და იცოდე სწორი კომუნიკაცია. ამაში კი 9 რჩევის გათვალისწინება დაგეხმარებათ.
1. გაუგზავნეთ შეტყობინება, სანამ დარეკავთ
კარგი ტონია, როდესაც ადამიანს უგზავნით შეტყობინებას, რათა გაარკვიოთ, აქვს თუ არა დრო სატელეფონო საუბრისთვის.
2. აცნობეთ ხალხს, როდესაც გეგმები იცვლება
გამოიჩინეთ თავაზიანობა და აცნობეთ კოლეგებს, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებით. დაე, თავად გადაწყვიტონ შეიცვლება შეხვედრის დრო თუ უთქვენოდ ჩატარდება. თანაც აუცილებლად აცნობეთ მიზეზი, რის გამოც თქვენი გეგმები შეიცვალა.
3. მოკლედ უპასუხეთ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებს
როდესაც კოლეგებს დაუკავშირდებით, მაქსიმალურად შეეცადეთ მოკლედ მისწეროთ თქვენი სათქმელი. თუ დამატებითი ინფორმაციაა საჭირო, მაშინ პირისპირ შეხვედრა ჩანიშნეთ.
4. ჩაიცვით შესაბამისად
მაშინაც კი, თუ სახლიდან მუშაობთ, საქმიანი ზარისთვის ოფისის ფორმა მოირგეთ.
5. ნუ იჩქარებთ ზარის დასრულებას
მოუთმენლობის გამოვლენა ზარის დროს უხეში საქციელია, რომლითაც სხვების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავთ.
6. საქმიანი ზარების დროს არ ისაუბროთ პირადი თემებზე
მაშინაც კი, თუ თქვენს კოლეგებთან სამსახურის გარეთ მეგობროთ, საქმიანი ზარების დროს ნუ ისაუბრებთ პირად თემებზე. დაანახეთ სხვა ადამიანებს, რომ მაქსიმალურად ფიქრობთ საქმეზე.
7. დასვით დამზუსტებელი კითხვები
თუ თქვენ ბოლომდე ვერ გაიგეთ პრობლემა, დასვით შეკითხვები. გახსოვდეთ, რომ გაურკვევლობა უარყოფითად აისახება თქვენს სამუშაოზე.
8. შეადგინეთ დავალებების სია
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დარწმუნდით, რომ ჩაინიშნეთ შეთანხმებული მოქმედება და გაუგზავნეთ ყველას, ვინც შეხვედრას დაესწრო. ეს საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ კოლეგებს, რათა გაიგოთ ვინ და როგორ გეგმავს საქმის შესრულებას.
9. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველას გადაუხადეთ მადლობა
გახსოვდეთ, რომ ხალხი დაკავებულია და უამრავი დავალება აქვს შესასრულებელი. თქვენ მადლიერი უნდა იყოთ იმისთვის, რომ მათ დრო დაუთმეს თქვენს შეხვედრას.