თეგებით ძიება

"ოფიციალურად გაფორმდა, რომ "ოცნებას" პოლიტიკური პატიმრები ჰყავს" - ხატია დეკანოიძე

ოფიციალურად გაფორმდა, რომ "ოცნებას" პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, - ასე ეხმაურება "ნაცმოძრაობი" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარითვის ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდას.

"ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღიარება, ნიკას პოლიტპატიმრად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადება - ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დეკლარირებული გირაოს მთავარი შინაარსი.

ოფიციალურად გაფორმდა, რომ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე თავისუფლებაზე იქნება!", - წერს დეკანოიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა