თეგებით ძიება

"ხო გვეგონა ბიძინა სულელი...შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ" - თამარ ჩერგოლეიშილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამა ჩერგოლეიშვილი ქვეყანაშიმიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ხო გვეგონა ბიძინა სულელი, მელია რომ დაიჭირა?
მაგრამ ვაღიაროთ, რომ ჩვენი ოპოზიციონერების სუსტ ნებისყოფას ჩვენზე კარგად აცნობიერებს და ზუსტად იცოდა, რომ მელიაში უზურპირებული ძალაუფლების ლეგიტიმაციას გაცვლიდა.

ასე რომ, შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ.

გაცვლის ვაშაძე რამეში - მაგალითად შემოწირულობის ჭერს გაუზრდიან 60 დან 80 ათასამდე და მორიგ გამარჯვებად გამოაცხადებს.
p. s. ხელმომწერი, სუსტი ნებისყოფის ოპოზიცია როცა აწუწუნდება, გაითვალისწინოს, რომ ეს წესი თავად დანერგა", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა