თეგებით ძიება

"მე ორი დღეა ცუდად ვარ... მე ორი დღეა ვკვდები და ვცოცხლდები... მიჭირს!" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში სასულიერო პირებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"მომხდარი ფაქტი ჩემთვის არ არის მარტივი ამბავი...
წლებია ერთად მოვდივართ.
მამა თეიმურაზს ერისკაცობიდან ვიცნობ.
მეუფე სვიმეონი მაშინ სურამის იობ მრავალვნებულის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

მეუფე იობის კურთხევით რომ ეპარქიაში ჩავედი, 18 აგვისტოს დანარჩენ მეგობრებთან ერთად მამა თეიმურაზი მახლდა... რუისუს ფერიცვალების ტაძარში ღამე ჩემთან ერთად გაათენა და 19 აგვისტოს, ტაძრის დღესასწაულზე მღვდლად დამასხეს ხელი.
მაშინ მამა სვიმეონს კურთხევაზე შეაგვიანდა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა... ძალიან გავიხარე...
წირვის შემდეგ სტუმრები თბილისში დაბრუნდნენ... დაბრუნდა მამა თეიმურაზიც... დავრჩი ღმერთთან პირისპირ მარტო, მაგრამ გვერდით მეგულებოდა, დღეს უკვე ეპისკოპოსი სვიმეონი.
მაშინ მთელი ეპარქია ჩემთვის უცხო და უცნობი იყო... თითქოს გზას მიკაფავდა და მზრუნველობას არ მაკლებდა ახლადაღკვეცილი მღვდელ-მონაზონი...
მამა თეიმურაზი თითქმის ყოველ დღე მირეკავდა, მანუგეშებდა, მაძლიერებდა...
ჩემი მღვდლობა დედამ ვერ აიტანა, ცუდად გახდა, სახლში არ მიშვებდა...
მ.სვიმეონი გამყვა წალენჯიხაში, მან მიშუამდგომლა დედასთან...
თბილისიდან თეიმურაზი რეკავდა, რა ხდება, ხომ მშვიდობით ჩამთავრდა შეხვედრაო...
ორივე ჩემი ნათესავია, ჩემი შვილების ნათლიები არიან...
ორივე ჩემი ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია... მიყვარს ორივე...
არ იცით, ორივე რა საოცარ ოჯახშია გაზრდილი... უკარგესი მშობლები, დები ყავთ... საკუთარ დასავით მიყვარს თინიკო და თეა...
ფაქტი აუცილებლად დასაგმობია...
ორივეს კარგი უფრო მეტი აქვს, ვიდრე ცუდი...
მე ორი დღეა ცუდად ვარ... მე ორი დღეა ვკვდები და ვცოცხლდები...
მიჭირს!..", წერს სასულიერო პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა