თეგებით ძიება

"ცოტა დაწიეთ ტონი-ტემბრი, სანამ პოლიტიკიდან " უდროოდწასულების" შესანდობარი არ მოგაწიათ ხალხმა!ფრთხილად პატ ხელისმომწერებო" - თაკო ჩარკვიანი

პარტიის "კანონი და სამართალი" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს და "ტონი-ტემბრის" დაწევისკენ მოუწოდებს:

"გუშინ გვიან, " ტონალობამომატებულ" " ხელისმომწერ- ოპოზიიონერს" ვუსმინე, " ნიკა მელია ხომ გამოვიყვანეთ და ახლა რაღას დაგვამუნათებთო, ხელისმომწერთა მიმართ უკმაყოფილო ხალხს ეუბნებოდა" . ჯერ ერთი ,პატ ოპოზიციონერო :თავშივე რომ გვეთქვა შემოვდივართ ოპოზიცია პარლამენტში და ვწყვეტთ ბოიკოტს , ოღონდ რურუა გამოუშვით თქო , იმ წამსვე გამოუშვებდნენ და თან ( არ დაგავიწყდეთ) მაშინ ნიკა მელია დაკავებული არ იყო, ეს ერთი სიცრუე და მეორე -პატ ოპოზიციონერო : ხომ არ დაგავიწყდათ , რომ ქუჩაში ვადამდელი არჩევნების გამო გამოვედით და ბოიკოტი გაყალბებული არჩევნების გამო გამოვაცხადეთ ( ღამის 3 საათზე ნიკა გვარამიამ და პოლიტიკოსებიდან -მე პირადად) , უპრეცენდენტოდ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, რამაც დასავლეთის დიდი ყურადღება მიიპყრო და ბოიკოტით და ერთპარტიულობით უდიდესი დარტყმა მივაყენეთ ოლიგარქიას და ფეოდალურ მმართველობას და ამერიკის სენატში განხილვა მოაწყვეს იმის თაობაზე, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანია ანუ კორუფცია, ნიკა მელიას პოლიტიკურმა საპროტესტო აქტმა შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ , (უდიდესი მნიშვნელობის პროტესტმა) დასავლეთის პოლიტიკოსების და ჩვენი ქვეყნის მეგობრების ყურადღება მიიპყრო და აქ ჩამოვიდნენ.
ჰოდა რაღაც " ტონალობამომატებულები " მომეჩვენეთ პატ " უდროოდხელისმომწერნო", ოღონდ რის საფუძველზე არ ვიცი?! იმის საფუძველზე ხომ არა, ოლიგარქს რომ შეუსრულეთ და საპარლამენტო ბოიკოტს აზრი დაუკარგეთ და " გაუპრავეთ" და დღეს ერთპარტიული აღარ არის პარლამენტი?!
მოკლეთ ერთი ვიცი, " ბულკის" ჭამით -თქვენი " სამომავლო ბიზნესის დაკარგვის შიშით " და ხალხის სამართლიანი რისხვის გამო , თავდაცვით გამოწვეული "ტონალობამომატებულმა " დოკუმენტზე "უდროოდ ხელისმომწერებმა" , ცოტა დაწიეთ ტონი-ტემბრი, სანამ პოლიტიკიდან " უდროოდწასულების" შესანდობარი არ მოგაწიათ ხალხმა!!!! ფრთხილად პატ ხელისმომწერებო", - წერს ჩარკვიანი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა