თეგებით ძიება

"ღმერთი არის ძალიან კეთილი და მაგარი...რაც ვითხოვე, ყველაფერი მომეცა" - ცისნამი საყვარლიშვილი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ღმერთი არის ძალიან კეთილი და მაგარი. რასაც ისურვებ იმას გისრულებს.
დღეს შემთხვევით Ramaz Bluashvili-ის ფოტო ვნახე ინსტაგრამზე, პიტნის ჩაის აგემოვნებდა. ძალიან მომინდა პიტნა. გარეთ გასვლა და ყიდვა დამეზარა.
ვერ წამოიდგენთ რა მოხდა. მეგობარი მოვიდა ჩემთან სტუმრად და ყვავილებთან ერთად პიტნის კონა მომიტანა.
გადავირიე სიხარულისგან.
ღმერთო ჩემო მართლა გულით ვინატრე პიტნა დღეს და ღმერთმა თავისით გამომიგზავნა.
გარეთ გრილა და ნამდვილად პიტნის ჩაის ამინდია.
მადლობა უფალო. უძლიერესი ხარ.
მადლობა სამყარო, ყველაფერს რომ მისრულებ რასაც ვისურვებ.
ახლა ერთი ფინჯანი პიტნის ჩაი მაბედნიერებს.
არ ვიცი რამდენად გჯერათ სურვილის და სიტყვის ძალის, მაგრამ მე რაც ვითხოვე, ყველაფერი მომეცა.
დიდება უფალს", - წერს საყვარლიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა