თეგებით ძიება

10 შეკითხვა, რომლებიც "ქრაშს" უნდა დაუსვათ

თანამედროვეობაში ახალი ტერმინი "ქრაში" დამკვიდრდა, რომელიც გოგოს ან ბიჭის ცალმხრივად მოწონებას ნიშნავს. ალბათ, ეს ტერმინი ერთხელ მაინც გაგიგიათ და იმაზეც დაფიქრებულხართ, რას ჰკითხავდით თქვენს "ქრაშს". ნახეთ 10 შეკითხვა, რომლებიც "ქრაშს" უნდა დაუსვათ.

1. ვინ არის მისი "სელებრითი" (ცნობილი ადამიანი) "ქრაში"
ამ შეკითხვით თქვენი რჩეულის გემოვნებას გაიგებთ, როგორი გოგოები, როგორი ფილმები და მუსიკა მოსწონს.

2. შენი პირველი შთაბეჭდილება ჩემზე
თუ ამ კითხვას დაუსვამთ, აუცილებლად მიხვდებით, რას გრძნობს ის თქვენ მიმართ და რამდენად "მეგობრულად" გიყურებთ ის.

3. დიდი წვეულებები გირჩევნია თუ ვიწრო წრეში მეგობრებთან ყოფნა
თითქოს როგორი უაზრო შეკითხვაა, სინამდვილეში კი ეს უწყინარი კითხვა "ქრაშზე" ბევრ რამეს გვეუბნება. ჰკითხეთ ის თქვენს რჩეულს და გაიგეთ, ინტროვერტია, ექსტროვერტია, ქაოსის მოყვარულია თუ სიმშვიდის. ამ შეკითხვის მიხედვით თქვენ მის ხასიათსა და საყვარელ საქმიანობასაც მიხვდებით.

4. საუკეთესო საჩუქარი, რომელიც მიგიღია და ვისგან იყო ის?
საჩუქრებზე საუბარიც აუცილებელია. ამით თქვენ შეძლებთ გაიგოთ, რა არის მისთვის ღირებული, როგორი საჩუქრები და რა ნივთები უყვარს მას.

5. რა არის შენი მთავარი წესი ცხოვრებაში?
"ქრაშის" ღირებულებები და ფასეულობებიც ხომ უნდა იცოდეთ. ამიტომ ათეულიდან ეს შეკითხვა არ გამოტოვოთ.

6. რისი გეშინია ყველაზე მეტად?
პასუხად შეიძლება მიიღოთ - ობობის, წყლის ან სიმაღლის, თუმცა მაინც იკითხეთ, შეიძლება ერთნაირი ფობია გქონდეთ, რამაც დაგაახლოვოთ.

7. ოჯახის წევრებისგან ვისთან ხარ ყველაზე ახლოს?
ეს შეკითხვა თქვენი "ქრაშისა" და მისი ოჯახის წევრების შესახებ ცოტა ინფორმაციას მოგაწვდით. იმასაც გაიგებთ, რამდენი და-ძმა ჰყავს და როგორი ურთიერთობა აქვს მათთან.

8. გინდა, რომ ახლა ურთიერთობაში იყო?
ალბათ, ხვდებით, რომ ეს შეკითხვა არ უნდა გამოტოვოთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს კონკრეტული გადამწყვეტიც კი არის თქვენი მომავალი ურთიერთობის დასაწყებად.

9. როდის იყავი ბოლოს ურთიერთობაში და რამდენი ხნით?
დროა, ცოტა სიყვარულზეც ისაუბროთ და გაიგოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ქალების, სიყვარულისა და ურთიერთობების მიმართ.

10. ფიქრობ, რომ შენს ყოფილ შეყვარებულთან ყველაფერი მორჩა?
დაბოლოს, აუცილებელია, ძველი ურთიერთობა დაამთავრო, რომ ახალი დაიწყო. ამიტომ ამ შეკითხვაზე პასუხი ყურადღებით მოისმინეთ.
marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა