როგორ გავთხოვდეთ მარტივად - 25 ხრიკი
1958 წლის სტატიაში, რომელიც ჟურნალ McCall-ში გამოქვეყნდა, ვკითხულობთ:
"დღეს, შეერთებულ შტატებში თექვსმეტი მილიონი სრულწლოვანი დაუოჯახებელი ქალია, სავარაუდოდ, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ოჯახის შექმნა.” - ეს საინტერესო სტატია, 16 ადამიანის პასუხების მიხედვითაა შექმნილი. კითხვა კი ერთია - „როგორ გავთხოვდეთ?“
1. იყიდეთ ძაღლი და ხშირად ასეირნეთ;
2. გაწევრიანდით მოგზაურთა კლუბში;
3. შეეცადეთ, ავტომანქანა საჭირო დროსა და გარემოში გაფუჭდეს;
4. ჩამოჯექით პარკში ჩამოჯექი და მტრედები გამოკვებეთ;
5. ევროპაში ველოსიპედით იმოგზაურეთ;
6. გახდით მედდა ან ბორტგამცილებელი - ისინი ძალიან მარტივად თხოვდებიან;
7. მეგობრების ქმრებს ჰკითხეთ, დასაოჯახებელი თანამშრომელი ხომ არ ჰყავს;
8. იყავით თავაზიანი უცნობი ადამიანების მიმართ - მათ შეიძლება თქვენთვის შესაფერისი ძმა ან შვილი ჰყავდეთ;
9. ნუ დამალავთ - უთხარით მეგობრებს, რომ გათხოვება გინდათ;
10. ლამაზ ქალებთან მეგობრობას ნუ მოერიდებით - ისინი საინტერესო კაცებს ადვილად იზიდავენ;
11. იმუშავეთ სათევზაო ან სპორტული ნივთების მაღაზიაში;
12. იარეთ ყოფილი კლასელების ან ჯგუფელების შეკრებებზე - შესაძლოა რომელიმე მათგანი დაქვრივდა;
13. დაუბრუნდით მშობლიურ ქალაქსა ან სოფელს - იქნებ რომელიმე მეზობელი, ვისთანაც ბავშვობაში თამაშობდით, გაიზარდა და ახლა ძალიან მოსწონხართ;
14. ხშირად შეცვალეთ საცხოვრებელი ადგილი;
15. მოგზაურობისას, პატარა სასტუმროებს მიანიჭეთ უპირატესობა - ასე მეტი შანსი გექნებათ, რომ უცნობებს გადააწყდეთ;
16. ისწავლეთ გემრიელი ნამცხვრების ცხობა და ყველაზე სიმპათიურ თანამშრომლებს გაუმასპინძლდით;
17. იმეგობრეთ მახინჯ მამაკაცებთან - დიდი შანსია, რომელიმე მათგანს შეუყვარდეთ;
18. გაიგეთ ქალაქის რომელ ნაწილში ცხოვრობს ყველაზე მეტი კაცი და ხშირად ისეირნეთ;
19. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალების ნაცვლად, გვერდით მამაკაცებს მიუჯექით;
20. ოფისში თქვით, რომ ღილებისთვის სპეციალური ყუთი გაქვთ და მზად ხართ, კოლეგებს აწყვეტილი ღილები დაუკეროთ;
21. იარე ავტობუსით წინ და უკან აეროპორტამდე - თუნდაც სრულიად უმიზეზოდ!
22. შერჩეულ პარტნიორს გაუზიარეთ სტატისტიკური ინფორმაცია, რომ დაქორწინებული კაცები, უფრო დიდხანს ცოცხლობენ;
23. ისწავლეთ პოკერის თამაში;
24. გაირუჯეთ;
25. იყიდეთ კაბრიოლეტი - კაცებს ძალიან უყვართ მასში ჯდომა.
trend.ge