თეგებით ძიება

3 რეცეპტი პოპულარული ჩიას პუდინგის მოსამზადებლად

ამ ბოლო დროს ქართულ სამზარეულოებში ახალი პროდუქტი, ჩია გაჩნდა, რომელიც ქალბატონებს წონის კლებასა და ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაში ეხმარებათ. ჩია - ეს ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ ორგანიზმში მეტაბოლიზმი დაჩქარდეს, ზედმეტი კილოგრამები და ცხიმოვანი ფენები ნელ-ნელა მოსწორდეს.

ჩია არ ახდუნებს! ეს ყველამ უნდა იცოდეს. ის ანაყრებს ორგანიზმს და ჭამის სურვილს ხანგრძლივად უქრობს ადამიანს. კუჭში მოხვედრისას საშუალოდ 12-ჯერ იზრდება. უნდა იცოდეთ, რომ ჩია მედიკამენტი არ არის, ეს ბუნებრივი მცენარ
ის თესლია, რომელიც გემრიელი და სასარგებლოა. ჩიას მარტო ჭამა შეუძლებელია, ის რაიმეს უნდა გაურიოთ.
ნახეთ 3 რეცეპტი ჩიას პუდინგის მოსამზადებლად:


ინგრედიენტები:

1 სუფრის კოვზი ჩია

ნახევარი ჭიქა იოგურტი

სეზონური ხილი

მომზადების წესი:

ჩიას რამდენიმე საათი სჭირდება იმისთვის, რომ გაფუვდეს, დარბილდეს და გემრიელი იყოს. ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი ჩია ჭიქაში, დაამატეთ იოგურტი და დააბლენდერეთ სეზონური ხილი. აურიეთ ეს მასა ფენებად ჭიქაში და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით მიირთვით.

ალბათ, იფიქრებთ, ერთი ჭიქა ვის უნდა ეყოსო, თუმცა ჩია ნოყიერია და მისმა მოცულობამ არ დაგაბნიოთ.



ინგრედიენტები:

1 სუფრის კოვზი ჩია

ნახევარი ჭიქა მაწონი

ნახევარი ბანანი

100-200 გრამი შოკოლადი

მომზადების წესი:

წინა რეცეპტის მსგავსად, ჭიქაში ან თასში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი ჩია, დაამატეთ მაწონი და დატოვეთ მთელი ღამე. დილით ამ მასას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბანანი და შოკოლადი სიტკბოსთვის. გემრიელად მიირთვით!

შეგიძლიათ შოკოლადი გაადნოთ ან გახეხოთ. ასევე შეგიძლიათ ბანანი არა მყარი, არამედ პიურეს სახით დაუმატოთ პუდინგს.



ინგრედიენტები:

1 სუფრის კოვზი ჩია

ნახევარი ჭიქა მაწონი

1 სუფრის კოვზი თაფლი

სეზონური ხილი

მომზადების წესი:

მოათავსეთ თასში ჩია, მაწონი და დილით გამზადებულს სიტკბოსთვის დაუმატეთ თაფლი და ხილი. ეს უმარტივესი პუდინგი 5 წუთში მზადდება და ენერგიული დილის დასაწყებად იდეალურია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა