7 ფილმი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ნებისმიერი ფილმის დასასრულის პროგნოზირება შეუძლია
არსებობს ორი ტიპის ფილმები: ისეთები, სადაც ჩვენ, პირველი კადრიდან ვიცით როგორი იქნება დასასრული და ისეთები, რომლებიც ბოლო კადრამდე გაურკვევლობაში გვტოვებენ..
1. მეუღლე
ქმართან ერთად სტოკჰოლმში მოგზაურობის დროს, ცოლი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ არჩევანს... ქმარი კი, ლიტერატურის დარგში, ნობელიას პრემიის ლაურეატია. სანამ ცოლი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ცხოვრება მოულოდნელ სიურპრიზს სთავაზობს.
2. თავს უშველე
ახალგაზრდა, შავკანიანი ფოტოგრაფი მამაკაცი, თეთრკანიანი შეყვარებულის სახლში მიდის სტუმრად. მას რომ ამ მიწვევის ნამდვილი მიზეზი ცოდნოდა, შეეცდებოდა, რაც შეიძლება სწრაფად გაქცეულიყო...
3. გაუჩინარებული ქალი
ქორწინების მეხუთე წლისთავზე, ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო კი, მთავარ ეჭვმიტანილად, მისი მეუღლე გამოცხადდა.
4. ბუნკერი
წყვილის ცხოვრებაში, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა. თუმცა სულ მალე, პოლიცია კაცის ყოფილი შეყვარებულის იდუმალი გაუჩინარების გამოძიებას იწყებს.
5. შეაჩერე სიბნელე
მოქმედება ალიასკის პატარა ქალაქში მიმდინარეობს, სადაც ექვსი წლის ბიჭი იკარგება. დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი მგლებმა წაიყვანეს თუმცა გრძნეული ქალი ამბობს, რომ ბოროტება, სულ სხვა მხარესაა.
6. შეპყრობილი
მკაცრი პედაგოგის მეთვალყურეობის ქვეშ ნიჭიერი ახალგაზრდა დრამერი წარმატებას აღწევს. მას სურს გახდეს მუსიკოსი, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში საკუთარ კვალს დატოვებს. ეს სურვილი კი საშინელ აკვიატებად გადაიქცევა.
7. პარაზიტი
ფილმის მთავარი გმირები, უმუშევარი და ღარიბი ოჯახის წევრები არიან. სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც ერთ-ერთი მათგანი უმდიდრეს ოჯახში, დაიწყებს მუშაობას. ამიერიდან, ისინი ეცდებიან ყველა ცხოვრებისეული პრობლემა მოაგვარონ, თუმცა გზად, უცნაურ ინციდენტში გაეხვევიან...