3 იდეალური წესი, როგორ ისიამოვნოთ ცხოვრებით
შეწყვიტეთ ბედნიერების ძებნა
”ბედნიერებაა პეპელას ჰგავს - როდესაც მისდევ, ის მუდამ შენი შესაძლებლობების მიღმაა, მაგრამ, თუ მშვიდად დაჯდები, შეიძლება თავად მოფრინდეს შენთან“.
ბედნიერება არ არის ისეთი რამ, რისი დაჭერაც შესაძლებელია. ის ისეთი რამეა, რაც უბრალოდ უნდა დაუშვა. ეს, ალბათ, მოულოდნელი იქნება მრავალი ადამიანისთვის, რადგან მსოფლიო ცალსახად უყურებს ბედნიერებას, პოზიტიური ფსიქოლოგიიდან დამთავრებული შთამაგონებელი ციტატებით დასრულებული. მაგრამ ბედნიერება სინამდვილეში არის ისეთი რამ, რაც შესაძლებელია ისწავლოთ.
ბედნიერება თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და დაუშვათ, რომ უფლება გაქვთ სხვა გრძნობები განიცადოთ და წინააღმდეგობა არ გაუწიოთ. რაც ნაკლებად ეწინააღმდეგებით ნეგატიურ გრძნობებს, მით უფრო ბედნიერები იქნებით. ხშირად უბრალოდ ძალიან ვცდილობთ ვიგრძნოთ მხოლოდ ერთი გარკვეული გრძნობა, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს.
იცხოვრეთ აწმყოში
”მთელი ნეგატივი გამოწვეულია ფსიქოლოგიური დროის დაგროვებით და დღევანდელობის უარყოფით. მოუსვენრობა, შფოთვა, დაძაბულობა, სტრესი - შიშის ყველა ფორმა - გამოწვეულია მომავალზე ზედმეტი ფიქრით. დანაშაულის გრძნობა, სინანული, წყენა, მწუხარება, მიუტევებლობა - ყველა ეს ემოცია, წარსულზე ზედმეტი ფიქრის შედეგია”.
არსებობს გამონათქვამი, რომ როცა ნერვიულობთ, თქვენ ცხოვრობთ მომავალში და თუ დეპრესიაში ხართ, მაშინ წარსულში ცხოვრობთ. როდესაც თქვენ დღევანდელ მომენტში ცხოვრობთ, აცნობიერებთ, რომ წარსულიც და მომავალიც მხოლოდ ახლანდელი ილუზიაა უსასრულო, მარადიულად განახლებად ფაზაში.
ბედნიერების პოვნის ერთადერთი ადგილი აწმყოა, რადგან ეს ერთადერთი ადგილია, სადაც რეალურად ხართ. ბედნიერების პოვნის მცდელობა და იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, სინამდვილეში განცალკევების პროცესია. ისწავლეთ, თუ როგორ იცხოვროთ აწმყოში, კონცენტრირდით ცხოვრების მხოლოდ ერთ დღეზე გააკეთეთ მაქსიმუმი ამჟამინდელი მოცემულობებით.
ისიამოვნეთ პატარა დეტალებით
”უბრალო მოვლენები იმდენად არაჩვეულებრივია, რომ მხოლოდ ბრძენს შეუძლია მათი დანახვა.”
როდესაც წარმოვიდგნეთ ბედნიერებას, ჩვენი გონება უზარმაზარ, უაღრესად მაღალ იდეალებს წარმოისახავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბედნიერებაა საოცნებო ადგილზე დასვენება ან უბრალოდ დიდი ბონუსის მიღება.
ეს, ფაქტობრივად, ბედნიერების საწინააღმდეგოა, რადგან ძალიან პირობითია. ჭეშმარიტი ბედნიერება რეალურად მოიცავს ცხოვრებაში პატარა სიხარულებს - ზაფხულის მზის ამოსვლა, ფინჯანი ყავა, საოცარი წიგნი... მადლიერება არა მხოლოდ ცხოვრებაში განცდილი მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის, არამედ იმ პატარა ბედნიერებისთვისაც, რომელთა პოვნაც ყოველდღიურადაა შესაძლებელი.
ადამიანების უმეტესობა ბედნიერებას ვერ აფასებს. მათი ვარაუდით, ცხოვრება სრულყოფილი მხოლოდ მაშინაა, როდესაც კარგი სამსახური გაქვს, წარმატებული ხარ და ყველაფერი კარგადაა. ეს ასე არ არის. ნამდვილი სიხარული გულისხმობს ბედნიერების აღმოჩენას აქ და ახლა, მოცემულ მომენტში, არსებული რეალობის გათვალისწინებით.