თეგებით ძიება

"მელიას ოჯახს ვულოცავ ნიკას მძევლობის დასრულებას, პოლიტიკურ კლასს ამას ვერ მივულოცავ" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის ოჯახს ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას ულოცავს, თუმცა არ ულოცავს პოლიტიკურ კლასს. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში განმარტავს ამის მიზეზსაც:

"მელიას შვილს და ოჯახს ვულოცავ ნიკას მძევლობის დასრულებას.
პოლიტიკურ კლასს ამას ვერ მივულოცავ, სამწუხაროდ.
ხშირად ვარ ხოლმე აცდენილი საერთო ვნებათაღელვებს და ამ ერთხელაც - გამიგებთ.
და თუ რატომ ვერ მივულოცავ, არაერთხელ ავხსენი - მძევლებით ვაჭრობის წახალისება უკიდურესად მავნებელია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
ევროკავშირმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გირაოს თანხა ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა