9 მიზეზი, რომელიც დაგარწმუნებს, რომ ცივ ოთახში ძილი უკეთესია
9 მიზეზი, რომელიც დაგარწმუნებს, რომ ცივ ოთახში ძილი უკეთესია
ცხელ ოთახში ძილი არამხოლოდ არაკომფორტულია, ის ასევე იწვევს ოფლიანობას და არც ჯანმრთელობისთვისაა უსაფრთხო. ცივ ოთახში წოლას კი – პირიქით, ბევრი სასარგებლო მხარე აქვს. სასურველია, რომ ოთახის ტემპერატურა მაქსიმუმ 18 გრადუსი იყოს, რათა სხეულმა მშვიდად გამოიძინოს.
ჩვენ დღეს გაგიზიარებთ ცივ ოთახში ძილის უპირატესობებს.
1. გვეხმარება ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში.
დაბალი ტემპერატურის მქონე ოთახში ძილი უზრუნველყოფს მელატონინის გამომუშავებას, რასაც სხვაგვარად ,,ძილის ჰორმონს” უწოდებენ. ის ასევე არის ანტიოქსიდანტი, რომელსაც ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს ორგანიზმისთვის.
2. ახდენს ინსომნიის პრევენციას.
კვლევები აჩვენებს, რომ ინსომნიის ზოგიერთი ტიპი დამოკიდებულია სხეულის მაღალ ტემპერატურაზე. ამ დროს რთულია ორგანიზმში სითბოს დარეგულირება და სიცხე ხელს უშლის ადამიანს ჩაძინებაში. ოთახის გაციებით, ძილის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდება.
3. ამცირებს სტრესს.
მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის – მეტი რაოდენობით გამომუშავებას. ცივი ოთახი ნიშნავს ნაკლებ სტრესს და ძილის უკეთეს ხარისხს.
4. ამცირებს გარკვეული დაავადებების განვითარების რისკს.
ცივ ოთახში ძილი ამცირებს მეტაბოლური დაავადებების განვითარების საშიშროებას, როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტი. ის ასევე აუმჯობესებს ზრდის ჰორმონის დონეს, ეს კი ახდენს გულის დაავადებების, დეპრესიისა და ჭარბი წონის გაჩენის პრევენციას. გაზრდილი მელატონინი ასევე ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების დაწყების რისკს.
5. ხელს უწყობს ღრმა და ხანგრძლივ ძილს.
როცა ღრმად გვძინავს, ჩვენი სხეული ძირითად დავალებებს უკეთ ართმევს თავს. ეს ეხება უჯრედების აღდგენას და მეხსიერების გაზრდას. ღრმა ძილში კი დაგვეხმარება ცივი ოთახი, რადგან სითბო ხელს უშლის უწყვეტი და სტაბილური ძილის შენარჩუნებას.
6. ამცირებს სოკოვანი დაავადებების გავრცელების რისკს.
ქალებს შეუძლიათ ეს ინფექციები თავიდან აირიდონ, თუკი ოთახში ტემპერატურას შეამცირებენ. ბაქტერიები და სოკოები უკეთ მრავლდებიან თბილ და ტენიან გარემოში, ამიტომ ეცადეთ ოთახი ღამის განმავლობაში გრილი იყოს.
7. აუმჯობესებს მამაკაცთა ფერტილურობას.
სიცხეში დიდხანს ყოფნა უარყოფითად აისახება მამაკაცთა ფერტილურობაზე. ცივ ოთახში ძილი და ფართო საცვლებისჩაცმა ამ რისკს ამცირებს. თუ ბავშვის ყოლაზე ფიქრობთ, ეს ნიუანსიც გაითვალისწინეთ.
8. გვაშორებს ,,ცუდ” ცხიმებს.
ცივ ოთახში ძილი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ააქტიურებს ,,დაგროვილ ცხიმებს”, რომლებიც ხელს უწყობს კალორიების წვას. შესაბამისად ხდება წონის კლებაც.
9. ამცირებს ტკივილს და ანთებებს.
როგორც შესიებულ ან დალურჯებულ ადგილს უხდება ყინულის კომპრესები, ისეთივე კარგია ორგანიზმისთვის ცივ ოთახში წოლა. ეს ამცირებს ტკივილებს და ანთებებს, რამაც შესაძლოა სხვა დროს ძილი დაგიფრთხოთ. ამიტომ არის, რომ ბევრი სპორტსმენი უპირატესობას ცივ ოთახში ძილს ანიჭებს.