თეგებით ძიება

"10 კილო მინდა და რა მუხლი მიუდგება ნეტა?..“ - რას წერენ ცნობადი სახეები ნიკა მელიას წონაში დაკლების შესახებ

მას შემდეგ, რაც "ენმ"-ს თავჯდომარემ , ნიკა მელიამ, საპატიმრო დატოვა, აქტუალური გახდა მისი წონაც - მან 3 თვეში 24 კილოგრამი დაიკლო.

ნიკა მელიამ საზოგადოებას თავისი კვების რეჟიმი გაუზიარა და თქვა, რომ იკვებებოდა დღეში ერთხელ და მხოლოდ წვნიანებით.

საზოგადოებამ სახელიც კი შეურჩია "დიეტას" და ახალი ტერმინიც გაჩნდა სახელწოდებით - “მელიას დიეტა“.

აღნიშნულს ცნობილი სახეები, მეგობრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა სახალისო შეფასებასაც აკეთებენ - უმრავლესობას კი, წონაში დაკლების მოტივით, ციხეში ყოფნის სურვილი გაუჩნდა.

“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ერთი 6 თვით“ - წერს თამარ ლეკვეიშვილი “ფეისბუქზე“.

“დახვრეტა გააუქმეს და მე მუდმივიც არ მიშველის“ - წერს საპასუხოდ კობა ბარათელი.

“რამე ჯგუფურზე წავიდეთ...

მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ...

10 კილო მინდა და რა მუხლი მიუდგება ნეტა?..“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა