თეგებით ძიება

“ვერ იტანს ჩემს უზარმაზარ ტუჩებს და ერთი წელია მაკონტროლებს, სადმე ტუჩის შევსებაზე არ გავიპარო” - რას ყვება ეკა ბალანჩივაძე ქმარზე

ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის ცოლი, დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე მეგობრებს, სოციალური ქსელის მეშვეობით, სილამაზის რეცეპტს უზიარებს.

როგორც დიზაინერი წერს, კოტე, სქელტუჩიან მეუღლეს, ტუჩში ფილერი დამატებას უშლის და აკონტროლებს, რომ ჩუმად ეს პროცედურა არ ჩაიტაროს.

"გუშინ მქონდა ძაან ბედნიერი დღე. ვინც შემხვდა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა. რა კარგად გამოიყურები,რამე გაიკეთეო? ეს კითხვა გაყვა მთელ დღეს! საკუთარმა დედამაც, რომელიც ერთი კვირა არ მყავდა ნანახი, ჩახუტების ნაცვლად – რა გაუკეთე, კოტე, მეც მინდაო.

ხო დააა, აი, გოგოებო… კოტეს გადავეკიდე, ხან ტუჩი მინდა, ხან წარბი… ვერ იტანს ჩემს უზარმაზარ ტუჩებს და 1 წელია მაკონტროლებს სადმე არ გავიპარო ტუჩის შევსებაზე. ძლივს დაგიბრუნდა შენი ბუნებრივი სილამაზეო!

მოკლედ, ბოლოს მითხრა, ბიორევიტალიზაცია-დატენიანება და გაბრწყინება მოგეწონება და დამანებებ თავსო. მართლა მაგარია! სარკეში რომ იყურები და შენ თვითონ მოგწონს შენი თავი, ხო განგიცდიათ ეს გრძნობა!? ასე ვარ" , - ამბობს ეკა ბალანჩივაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა