არის თეორიული შესაძლებლობა, რომ კოსმეტიკურმა პროდუქტებმა ენდომეტრიოზი გამოიწვიოს
გრანადის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, ზოგიერთი კოსმეტიკური პროდუქტი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონების იმიტირება ან ბლოკადა. კოსმეტიკური საშუალებები, მათ შორის: სახის კრემები, ნიღბები, ტუჩსაცხი, ფრჩხილის და თმის ლაქი, თმის საღებავი შეიძლება უკავშირდებოდეს ენდომეტრიოზის განვითარების მომატებულ რისკს.
ენდომეტრიოზი გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ყოველ მეათე ქალს აღენიშნება. დაავადებას ახასიათებს ენდომეტრიუმის ქსოვილის ანომალური ზრდა, რაც იწვევს სხვადასხვა სიმპტომს, მათ შორის: მენჯის არეში ტკივილს, ნაწლავებთან დაკავშირებულ პრობლემებს, უშვილობასა და ა.შ.
კოსმეტიკური საშუალებები შეიცავენ პარაბენებს, ბენზოფენონებს, რომელბიც წარმოადგენს ე.წ. "ექსპოზომის" ნაწილს. ეს შედარებით
ახალი ტერმინი მოიცავს გარემოს არაგენეტიკურ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანებზე ზემოქმედებენ დაბადებიდანვე და იწვევენ დაავადებების განვითარების რისკის მატებას. 124 ქალში რაოდენობრივად განისაზღვრა პარაბენებისა და ბენზოფენონების შინაგანი დონე.
მედიკოსებმა ასევე დეტალური ინფორმაცია შეაგროვეს, თითოეული ქალი თუ რამდენად ხშირად ხმარობდა კოსმეტიკურ ნაწარმს. კვლევამ აჩვენა მკაფიო კავშირი სხვადასხვა სახის კოსმეტიკის
ფართოდ გამოყენებასა და პარაბენებისა და ბენზოფენონების მაღალ დონეს შორის. ეს კი დაკავშირებული იყო ენდომეტრიოზის რისკთან. აღნიშნულ ნაერთებს მეცნიერები ასევე უკავშირებდნენ ძუძუს კიბოს, სიმსუქნისა და დიაბეტის განვითარებას.