თეგებით ძიება

რა გარეგნული მხარეები და თვისებები გადაეცემა ბავშვს მშობლებისგან

ალბათ ყოველი ჩვენგანი დაფიქრებულა, თუ როგორი იქნება მისი ბავშვი, გარეგნობისა თუ ხასიათის რა მხარეები გამოჰყვება და ვის დაემსგავსება უფრო მეტად – დედას თუ მამას. ბევრს ალბათ ახსოვს სკოლაში ნასწავლი ფორმულა, რის მიხედვითაც შესაძლებელი იყო მომავალი ბავშვის თვალის ფერის ან სქესის განსაზღვრა. დღეს შესაძლებელია ისეთი ნიუანსების განსაზღვრაც კი, როგორიცაა ინტელექტი, ფსიქიკა და სხვა.

რა გადაეცემა ბავშვს დედისა და მამისაგან

დავიწყოთ მარტივით: ბიჭი თუ გოგო? ამაზეც დამოკიდებულია ის, თუ რომელი მშობლისგან მიიღებს ბავშვი კონკრეტულ გენს.



თვალის ფერი

დიდი ალბათობით, თვალის ფერი იქნება მამის მსგავსი, თუმცა ეს დამოკიდებულია თავად ფერზეც. თუ დედის გვარში ყველა თაფლისფერთვალა იყო, დიდი შანსია, რომ ბავშვსაც მუქი თვალები ჰქონდეს.



ღიმილი

(უფროსწორად კი კბილები). კვილები ძლიერ მოქმედებს სახის ოვალსა და ღიმილზე. ამ გაგებით, კაცის გენები ქალისაზე უფრო ძლიერია, ამიტომ ბავშვს გაჰყვება როგორც ჰოლივუდური ღიმილი, ასევე თხელ ემალიანი დაგრეხილი კბილები.



ფსიქიკური ჯანმრთელობა

აქ კი საქმე რთულადაა. თანამედროვე კვლევების მიხედვით, ბავშვს მამისგან გადაეცემა შიზოფრენია და წლებთან ერთად ეს რისკი იზრდება. საქმე ის არის, რომ მამაკაცის გენები განიცდის მუტაციას, ქალი კი იბადება გარკვეული რაოდენობის კვერცხუჯრედებით და მათი დნმ არ იცვლება მთელი ცხოვრების მანძილზე.



ინტელექტი

კითხვა, რომელსაც მარტივი, მაგრამ გრძელი პასუხი აქვს: ინტელექტი გადაეცემა მხოლოდ ქალის საშუალებით. თავის მხრივ კი, ეს მან მამისგან მიიღო მემკვიდრეობით. ამ მიზეზით, გენიოსის ვაჟი გენიოსი ვერ იქნება. ამასთან, გოგონა მემკვიდრეობით ყოველთვის იღებს მამის ინტელექტის ნახევარს.

ამ ფორმულის თანახმად, ყოველი მამაკაცი ინტელექტს იღებს დედისგან, უფროსწორად პაპისგან (დედის მამა).
ლაიფჰაკი მამაკაცებისთვის: თუ გსურთ გაიგოთ, ჭკვიანი იქნება თუ არა თქვენი ვაჟი, ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიმამრს. თუ ის ინტელექტუალია, ესე იგი, ყველაფერი კარგად არის.
იგივე ლაიფჰაკი ქალისთვის: თქვენი ვაჟი ჭკუით დაემსგავსება თქვენს მამას, გოგონა კი მიიღებს თქვენს აღზრდას, თუმცა ინტელექტით ახლოს იქნება მამასთან.


აი, ასეთია გენეტიკა. რაც შეეხება, ისეთ თვისებებს, როგორიც არის სიმაღლე, ფეხის ზომა და ა. შ. ამაში დიდ როლს ასრულებს მამაკაცის გენები. ყველაფრის წინასწარ გათვლა შეუძლებელია, თუმცა გენებისთვის ყურადღების მიქცევა მაინც ღირს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა