თეგებით ძიება

10 სირთულე, რომლებსაც ლამაზი ქალი აწყდება

ლამაზი ქალბატონების ცხოვრება უეკლო ნამდვილად არ არის. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ სერიოზულ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც ნებისმიერი ლამაზი ქალი შეიძლება აღმოჩნდეს.

სხვების მსგავსად, თქვენც გაქვთ კომპლექსები
თუ ლამაზი ბავშვობიდანვე ხართ, მაშინ კომპლექსებს უნდა გაუმკლავდეთ. გამოდის, თქვენ იყავით ადამიანი, ვისაც კომპლიმენტებით ავსებდა ყველა: დედა, მამა, ბებია, ბაბუა და გამვლელები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კეთილი ჟესტი იყო, თუმცა ამ ყველაფერს სიფრთხილის გამოჩენა სჭირდება.
ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ამგვარი ქმედება თვითშეფასებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. შესაძლოა უსაზღვროდ თავდაჯერებულ ადამიანს დამოკიდებულება შეეცვალოს
საკუთარი თავის მიმართ, თუ მის გვერდით არანაკლებ ლამაზ გოგონას დაინახავს. ვთქვათ, ისიც ძალიან ნიჭიერია მის მსგავსად და ყველა აფასებს. სულ ეს არის. ეს სამყაროს დასაშლელად საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს. ერთ მომენტში, მაღალი თვითშეფასება უეცრად დაბალი თვითშეფასებისკენ დაიწევს.

თქვენ არ გაქვთ ზოგიერთი რამის უფლება
თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ნეგატიურ ამბებს, დეპრესიას და ნებისმიერ ჩავარდნას თან ახლავს შეძახილი: „რას ამბობ, კარგი რა, შენ ხომ ძალიან ლამაზი ხარ!“.
დიახ, თქვენ ნამდვილად მოიგეთ ჯეკპოტი იმით, რომ განსაცვიფრებელი გარეგნობა მიიღეთ. თუმცა, ვინ თქვა, რომ ეს ყველა სარგებელს უდრის? პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გარშემომყოფები დარწმუნებულები არიან: თუ მათ თქვენი გარეგნობა ექნებოდათ, არაფერზე იდარდებდნენ და ყველაფერი გამოუვიდოდათ.


თქვენ მისთვის ზედმეტად კარგი ხართ
და ყველასთვის, ვინც პაემნის შემდეგ აღარ დაგირეკავთ. გაინტერესებთ, რატომ? თქვენ მიზეზს საკუთარ თავში ეძებთ: როგორ გამოიყურებოდი, რა თქვი, გასაგებად საუბრობდი თუ პირიქით, გაურკვევლად. მიზეზი საერთოდ არ არის თქვენში - მიზეზი მასშია. ის შეშინდა. მან ვერ შეძლო ცრუ სტერეოტიპებისგან დაეხსნა თავი: ლამაზმანები მომთხოვნები არიან, ლამაზმანები ფულზე მონადირეები არიან, ლამაზები თავქარიანები არიან და ა.შ.
შესაძლოა მას ურჩევნია, რომ გვერდით ნაცრისფერი თაგუნა ჰყავდეს და ნაკლებად შეშინებული იყოს.

თქვენ სერიოზულად არ აღგიქვამენ
თქვენი ნებისმიერი მიღწევა არასწორად შეიძლება გაიგონ. ბრწყინვალედ სწავლობდით? -კარგ ნიშნებს ლამაზი თვალების გამო გიწერდნენ. წარმატებული ხართ სამსახურში? - მან აშკარად თავისი უფროსი მოხიბლა. მანქანა იყიდა? - რა თქმა უნდა, ეს თაყვანისმცემლის საჩუქარია. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. ყოველ ჯერზე უნდა დაამტკიცოთ, რომ ადამიანი ხართ და არა ლამაზი თოჯინა. ეს ყველაფერი ყოველდღიურ მარათონს ემსგავსება. რა უნდა მოვიმოქმედოთ?

მეგობრის და შეყვარებულის პოვნა რთულია
ისინი ფიქრობენ, რომ შენ ხარ ლამაზი, მაგრამ სულელი. არ აქვს მნიშვნელობა, სულელად გთვლიან თუ უმნიშვნელო ნივთად. როგორც წესი, მთელი ეს ჭორები უსაფუძვლოა.
მეორეც, თქვენ გამოყენებას ეცდებიან. კაცები თქვენს სილამაზეს მიჰყვებიან ისე, როგორც ცეცხლს. ცეცხლთან თამაშს ყველა ვერ უძლებს, ზოგს კი ბეზრდება. ამიტომაც ლამაზ ქალებს ხშირად ტოვებენ.



შენთვის კარიერის შექმნა რთულია
თქვენ, ალბათ, მხოლოდ ტანსაცმელსა და წვეულებებზე ფიქრობთ, სამსახურთან და მუშაობასთან დაკავშირებული კითხვები კი თქვენს ლამაზ თავში არ ჩნდება.
და საერთოდ, როგორც კი შესაფერისი მამაკაცი გამოჩნდება, მაშინვე დაქორწინდებით და სამუდამოდ დაივიწყებთ სამსახურს, შრომით ვალდებულებებს. ეს არის ის ყოველივე, რასაც შეიძლება თქვენი უფროსი ფიქრობდეს.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი თანამშრომელი ხართ. თქვენ შეიძლება ისე გიყურებდნენ, როგორც ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში საზრუნავი დიდად არ აქვს და სამსახურზე დიდად არაა ორიენტირებული. ასე რომ, ზოგჯერ ვარსკვლავური გარეგნობა ადამიანებს აზარალებს კიდეც.

შეიძლება არასწორად შეგაფასონ
ქალები, პირველ რიგში, თავიანთი პარტნიორების დაცვას ცდილობენ თქვენგან და თქვენი მომაჯადოებელი გარეგნობისგან. თქვენ მათთვის საფრთხეს წარმოადგენთ.
მიაჩნიათ, რომ მათი მამაკაცი გჭირდებათ. ამიტომ, როგორც უნდა უმტკიცოთ, რომ თქვენი სილამაზე ფასადური არაა, რომ არ ხართ სულელი და არც მტაცებელი, ამგვარ საუბარს აზრი არ ექნება. ისინი მაინც იმავე აზრზე დარჩებიან. თქვენ საკუთარ თავზე კიდევ უამრავი რამ შეიძლება გაიგოთ. ვგულისხმობთ იმას, რაც არ შეგეფერებათ, მაგრამ სხვები თქვენზე ამას თქვენი გარეგნობის გამო ფიქრობენ.

მეტისმეტად იქცევ ყურადღებას
თინეიჯერულ ასაკსა და მომდევნო პერიოდში ეს შეიძლება სასიამოვნო იყოს,
მაგრამ ახლა, ალბათ, დაიღალეთ თქვენი პიროვნებისადმი გაზრდილი ინტერესით. ინტერესი, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან სასიამოვნო სულაც არაა. სავარაუდოდ, ქალაქში მანქანით გადაადგილებას და მეგობრებთან ერთად სიარულს ამჯობინებთ იმის გამო, რომ როგორც კი მეტროში ან ქუჩაში მარტო გამოჩნდებით, ამას შეძახილები და თქვენკენ მოტრიალებული სახეების დანახვა მოჰყვება.

ადამიანებს ძნელად ენდობი
მაშინაც კი, თუ თქვენთვის ჯერ არავის უღალატია, დაუსრულებელ ეჭვებს ვერ გაექცევი: თუ ისინი კარგად იქცევიან თქვენთან, მართლა ასეთები არიან? თქვენს საყვარელ ადამიანს მართლა უყვარხართ თუ მხოლოდ სტატუსის გამოა თქვენთან? რთულია ასეთი აზრების განდევნა. ასაკის მატებასთან ერთად სამეგობრო წრე მცირდება, შემდეგ კი გეჩვენებათ, რომ მარტო დარჩებით, როგორც კი თქვენი სილამაზე გაქრება.



წყარო: Cosmopolitan


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა