თეგებით ძიება
12. 05. 2021 სპორტი

კუტალიას კომენტარი დაბომბვის შემდეგ - "ბავშვების დაწყნარება ადვილი არ იყო"

თელ-ავივ \'\'ჰაპოელ უმ ალ-ფაჰმის\'\' ფეხბურთელისთვის ლევან კუტალიასთვის გუშინედელი ღამე რთული გამოვიდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, მოძრაობა „ჰამასმა“ თელ ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა,რასაც მსხვერპლი მოყვა. ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

Crystalsport-ის გუნდი ლევან კუტალიას თელ-ავივში დავუკაშირდით :

„მთელი ღამე გვბომბავდნენ და ვიყავით ბუნკერ ოთახში შესულები. საშინელება იყო აქ ოჯახთან ერთად ვიმყოფები ბავშვების დაწყნარება ადვილი არ იყო იმედი მაქვს დასტაბილურდება სიტუაცია“ - განაცხადა კუტალიამ

კუტალიამ \'\'ჰაპოელ უმ ალ-ფაჰმის\'\' მაისურით ისრაელის რანგით მეორე ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 7 გოლია.

Crystalbet ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი \'\'ჰაპოელ უმ ალ-ფაჰმის\'\' შემადგენლობაში ჩარიცხვამდე ისრაელის უმაღლესი ლიგის თელ-ავივის \'\'ჰაპოელის\'\' ფეხბურთელი იყო.

ისრაელის რანგით მეორე ლიგაში 16 გუნდი მონაწილეობს, გათამაშება ორ რვაგუნდიან ჯგუფად გაიყო. ქართველი ლეგიონერის გუნდი მეორე რვაგუნდიან ჯგუფში 39 ქულით მე-5 ადგილზეა და ამ ეტაპზე გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა