თეგებით ძიება

3 საშუალება, თუ როგორ გავამყაროთ ურთიერთობა

ახალ წელიწადს უნდა შეხვდეთ სხვანაირად. აი, სამი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ დაახლოვებაში და ურთიერთობის გამყარებაში.

1. ერთად დაკავდით სპორტით

რა თქმა უნდა, იყო სპორტულ ფორმაში ძალიან კარგია, მაგრამ ამ ყველაფერს მიაღწიოთ ერთად, - უკეთესი. წყვილები, რომლებიც ერთად ვარჯიშობენ, არ კამათობენ, არ ჩხუბობენ და ერთად იღებენ პოზიტიურ ემოციას, ფიზიკური ვარჯიშიდან, ასევე პარტნიორის ყოფნა დარბაზში ძალიან კარგი მოტივაციაა, მალე მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები.

2. სწორად შეარჩიე საჩუქრები

ძალიან მალე მოდის ახალი წელი და საჩუქრის არჩევაში შეიძლება შეცდეთ. თუ ის
გატაცებულია სპორტით და არ იცი რა უყიდო, მაშინ google-ით მოძებენე საუკეთესო ბრენდები მამაკაცისთვის. ძალიან მნიშვნელოანია, როდესაც ცდილობ გაითვლისწინო მისი ინტერესები საჩუქრის შერჩევისას.


3. საერთო სპორტული ინტერესები
არ ქნა ისე, რომ მის გვერდით უინტერესო იყოს. როდესაც ის უყურებს საყვარელი გუნდის თამაშს, შეისწავლე საკითხი, თუ კარგად ჩაუღრმავდები, აღმოაჩენ, რომ საკმაოდ საინტერესოა ხოკეი, ბეისბოლი, კალათბურთი და არც მარტო კაცების გასართობი სპორტი არაა. დამიჯერე, შენი ბიჭი სხვა თვალით შემოგხედავს თუ თამაშისას გამოამჟღავნებ ცოდნას მოთამაშეზე, ან საინტერესო კომენტარებს გააკეთებ ამა თუ იმ თამაშის მსვლელობაზე. შეგიძლია ერთანირი მაისურები დაამზადებინო, მისი საყვარელი გუნდის და ჩაიცვათ ყურებისას.

ავტორი:თათა შენგელია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა