თეგებით ძიება

ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აფხაზეთის ტეროტორია დატოვა და მოსკოვში მიემგზავრება - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS ავრცელებს.

"ამჟამად აფხაზეთში არ ვიმყოფები, მივემგზავრები მოსკოვში რამდენიმე დღით", - უთხრა მან გამოცემას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანია, „თანამდებობიდან“ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. შეთანხმების თანახმად, ბჟანიას მოვალეობას კი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ვალერი ბგანბა შეასრულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა