თეგებით ძიება
13. 05. 2021 მსოფლიო

„ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის, აშდოდისა და ბეერ-შევას მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებული პირის შესახებ.

12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა.

კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.

ისრაელის არმიის ცნობით, ბოლო 3 დღის მანძილზე, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600 რაკეტაზე მეტი გაუშვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა