ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი სტამბოლის ნაცვლად პორტუში გაიმართება
2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, „მანჩესტერ სიტისა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის სტამბოლის ნაცვლად პორტუში გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება UEFA-მ მიიღო.
UEFA-მ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ე.წ. წითელ ზონად გამოცხადდა.
2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 29 მაისს გაიმართება და მას 6 ათასი გულშემატკივარი დაესწრება.