თეგებით ძიება

ნიკოლოზ სამხარაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა. ნიკოლოზ სამხარაძემ თანაგრძნობა გამოუცხადა ისრაელს ბოლოდროინდელი ესკალაციით გამოწვეული მსხვერპლის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ქართულ-ებრაული ურთიერთობების განვითარებაზე, საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელჩს კომიტეტის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

პრესსამსახურის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ქნესეთი შეიკრიბება, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო კომიტეტებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ჩვენ ისრაელთან გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები, მაგრამ კიდევ არის სივრცე იმისა, რომ უფრო განვავითაროთ ეს ურთიერთობები როგორც ეკონომიკური მიმართულებით ასევე, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობით და საპარლამენტო განზომილების გაფართოებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა