თეგებით ძიება

ჩვენი ქვეყანა არასდროს გახდება კაპასი ქალების ქვეყანა - ლევან ვასაძე

ჩვენი ქვეყანა არასდროს გახდება კაპასი ქალების ქვეყანა - ამის შესახებ ოზურგეთში შეხვედრებზე მყოფმა ლევან ვასაძემ თქვა.

"რაინდი" შეხვედრებს გურიაში დილიდან მართავს. ვასაძის სამიზნე ასევე კრიტიკული მედია გახდა, ის აგრესიულად იყო განწყობილი ჟურნალისტების მიმართ.

ცოტაა ჩვენთან კაპასი ქალი? ჩვენი ქვეყანა არასდროს გახდება კაპასი ქალების ქვეყანა - ამბობს ვასაძე.

მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი ვასაძე "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ "საერთოდ, პარტიებთან გაერთიანება ეძენელება", თუმცა იქვე ადასტურებს, რომ ირმა ინაშვილთან და დავით თარხან მოურავთან მეგობრობს.

ჩვენი კარი ყველასათვის ღიაა, ვინც არ არის დამნაშავე კანონის წინაშე, არ არის მხილებული ქვეყნის ღალატში, "ნაციონალური მოძრაობა" მე მიმაჩნია დამნაშავე რეჟიმად, რომელსაც უდიდესი კრიმინალური წარსული აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე.

ვმეგობრობ ირმასთან, დათოსთან, მსგავსი საუბრები არ გვქონია. საერთოდ პარტიებთან გაერთიანება მე ძალიან მეძნელება",- ამბობს ვასაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა