თეგებით ძიება

სავალდებულო სამხედრო სამსახურში ცვლილებებია - რას ითვალისწინებს თავდაცვის ახალი კოდექსი

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეიმუშავეს თავდაცვის ახალი კოდექსი, რომლის თანახმად, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემებში გაივლიან.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში განაცხადა, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებას.

"ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს.

რეფორმის მიზანია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია და ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა