თეგებით ძიება

ჟულიენი ფუნთუშაში

ინგრედიენტები:

ფუნთუშა - 2 ც.

ქათმის ფილე - 1 ც.

სოკო - 5 ც.

ყველი - 100 გ

რძე - 400 გ

ფქვილი - 4 ს.კ.

კარაქი - 30 გ

მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

ქათმის ფილე და სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად. ყველი გახეხეთ სახეხზე.

ქათმის ფილე შეწვით მცირე ცხიმში.

სოკო შეწვით ცალკე.

სოუსი „ბეშამელისთვის“: გააცხელეთ რძე და თითო-თითო სადილის კოვზით დაამატეთ ფქვილი. კოშტების თავიდან ასაცილებლად, მუდმივად ურიეთ. ბოლოს დაამატეთ კარაქი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ. სოუსი მზად არის.

ფუნთუშას გამოაცალეთ რბილობი. შიდა კედლებს წაუსვით სოუსი. ჩააწყეთ ქათმის ფილე, დააყარეთ მარილი და მოასხით სოუსი. დაადეთ სოკო და ისევ მოასხით სოუსი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

შედგით 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და შებრაწეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა