თეგებით ძიება
14. 05. 2021 სპორტი

ქეცბაია ტიტულს უმიზნებს -\'\'ემოციები არ იცვლება, ვეცდებით საუკეთესო დღე შევქმნათ\'\'

თემურ ქეცბაია \'\'ანორთოსისს\'\' სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ამზადებს. კვიპროსის თასის ფინალში ქართველი მწვრთნელის გუნდის მეტოქე ნიქოზიის \'\'ოლიმპიაკოსია\'\'. ფინალური შეხვედრა 15 მაისს, ნიქოზიაში, სტადიონ GSP-ზე შედგება.

\'\'ფინალში არაერთხელ გვითამაშია, ეს პირველი შემთხვევა არაა, თუმცა ემოციები არ იცვლება, კვლავ იგივეს ვგრძნობ. თასის მოპოვებისთვის მზად ვართ\'\'.


კითხვაზე სძენს თუ არა მას მეტ პასუხისმგებლობას ის ფაქტი, რომ კვიპროსის თასი \'\'ანორთოსისთან\'\' ერთად ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის რანგში მოუგია, ქეცბაიას პასუხი ასეთია: \'\'ფინალთან მიმართებით ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელობა არ აქვს ეს ტიტული წარსულში მოგიპოვებია თუ არა. ფინალში მხოლოდ გამარჯვებისთვის მონაწილეობ და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის\'\'.

ქეცბაია კვიპროსის თასის ფინალში \'\'ანორთოსისთან\'\' ერთად ოთხჯერ გასულა (1994, 2003, 2007, 2008). მან კვიპროსულ კლუბთან ერთად პირველად თასის ფინალში 2003 წელს გაიმარჯვა, როცა კლუბის მოთამაშე-მწვრთნელი იყო, მეორედ კი 2007 წელს, როცა მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა.

ქართველმა სპეციალისტმა მეტოქის შესახებ ისაუბრა: \'\'ოლიმპიაკოსი\'\' ძალიან კარგი გუნდია, მეტოქემ თასის ფინალში გასვლა დაიმსახურა. ფინალში გასვლით \'\'ოლიმპიაკოსმა\'\' დაამტკიცა, რომ კარგი გუნდია\'\'.

ქეცბაიას აზრით ფინალში \'\'ანორთოსისი\'\' ფავორიტი არაა: \'\'ფინალს ფავორიტი არ ჰყავს. ფინალში ორივე გუნდი ცდილობს საუკეთესო დღე შექმნას და გამარჯვება მოიპოვოს. ცხადია, ჩვენი მიზანიც ეს იქნება\'\'.

ფინალური დაპირისპირება 15 მაისს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, \'\'ანორთოსისის\'\' ღირსებას გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და გიორგი ლორია იცავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა