ჯანო ანანიძემ კვლავ ტრავმა მიიღო
დინამო თბილისის" ფეხბურთელმაა ჯანო ანანიძემ კვლავ ტრავმა მიიღო და მომდევნო მატჩებს გამოტოვებს.
ანანიძეს მუხლის ტრავმა აწუხებს, თუმცა ჯერჯერობით, ამ ტრავმის სირთულე ცნობილი არ არის.
მოგეხსენებათ, ჯანო "დინამოს" სულ ახლახანს შეუერთდა და ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო.
ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩს "დინამო თბილისი" "თელავის" წინააღმდეგ გამართავს.