თეგებით ძიება
14. 05. 2021 სპორტი

გორეცკა: "მოვუწოდებ ჰომოსექსუალ ფეხბურთელებს - ნუ იმალებით, გამოდით!"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ ჰომოსექსუალი ფეხბურთელების შესახებ განცხადება გააკეთა:

"ფეხბურთელების ქამინგ-აუთები ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე ბევრი ადამიანი ამოისუნთქებს.

მოვუწოდებ გეი-მოთამაშეებს - ნუ იმალებით, გამოჩნდით, თქვენი გამბედაობა სხვებისთვის კარგი მაგალითი უნდა გახდეს.

ფეხბურთელი პირველ რიგში უნდა განვსაჯოთ თამაშით და არა ორიენტაციით. მოგიწოდებთ ქამინგ-აუთისკენ"
, - განაცხადა გერმანელმა.

"რეკორდმაისტერის" ჰავბეკმა აღნიშნული განცხადება Playboy-სთან საუბარში გააკეთა. აქვე დავამატებთ, ალემანმა შუახაზელმა წელს 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა