თეგებით ძიება

ტკივილი მენსტრუალურ ციკლამდე

ციკლი - ქალის ცხოვრების ნორმალური ნაწილია. თუმცა პერიოდულად ტკივილები სულაც უადგილოა. თითქმის ყველა ქალმა იცის, თუ როგორი არასასიამოვნო პროცესი შესაძლოა იყოს მენსტრუაცია და ამავდროულად, მტკივნეული. ვფიქრობთ, ყველა დაგვეთანხმებოდა, რომ მის გარეშე ცხოვრება ბევრად კომფორტული იქნებოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთებში ყოველთვიური კრიტიკული დღეები ცრემლებსა და შიშს ბადებს იმ პერიოდში განცდილი ტკივილის გამო. ამიტომაც ხშირად მთელი კვირა ამოვარდება თვის განრიგიდან. თუკი ტკივილის დონე საკმაოდ მწვავეა, დროა, მიმართოთ ექიმს და შეისწავლოთ საგანგაშო სიმპტომები:

1. გამაყუჩებელი არ შველის
როცა მენსტრუალური სპაზმები გვაიძულებს
ტანჯვას, ხშირ შემთხვევაში სპაზმოლითების რამდენიმე აბი გვეხმარება, მაგრამ თუკი უფრო ძლიერ გამაყუჩებლებს იღებთ სისტემატურად და რთულად უმკლავდება დავალებას, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ეს უბრალოდ ტკივილი არ არის, არც "ეს არის ნორმა, ორგანიზმი ასე პასუხობს". უმჯობესია, დროულად მიმართოთ ექიმს. ასე ხანგრძლივად ტკივილს არ უნდა განიცდიდეთ.


2. ყოველთვიურად ცხოვრების რიტმიდან ამოვარდნა გიწევთ
თუკი მენსტრუაცია გაიძულებთ სახლში წოლას თვეში ერთი კვირა, იცოდეთ, ყველაფერი არ არის მწყობრში. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შესაძლოა მოდუნებული იყოთ და ცუდ ხასიათზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სისტემატური ხასიათის. არ უნდა შეგიშალოთ ამ ყველაფერმა მუშაობაში, გართობასა და სწავლაში ხელი.


3. ტკივილს ციკლის გარდა სხვა დღეებშიც გრძნობთ
საუბარია ოდნავ ყრუ ტკივილზეც კი. ეს შესაძლოა ანთებითი პროცესით იყოს გამოწვეული, რაც ინფექციის შეღწევით ხასიათდება ხშირ შემთხვევაში. ასეთ დროს კი ციკლი ბევრად უფრო მტკივნეული და მძიმე გადასატანია.

4. სპაზმები გრძელდება 2-3 დღეზე მეტხანს
ტკივილი პირველ დღეს, მეორე და მესამე დღეს - ნორმის ფარგლებში ჯდება, მაგრამ ეს ტკივილი მთელი ციკლის დღეების განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს. რატომ? იმიტომ, რომ სპაზმები ბუნებრივია, ვინაიდან ამ დროს ენდომეტრიის ფენა საშვილოსნოს კედლისგან „ჩამოიფცქვნება“ და გარეთ გამოდის. ეს პროცესი შესაძლოა ორ დღეს გაგრძელდეს, მაგრამ თუკი ეს უფრო მეტხანს გრძელდება, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

5. მწვავე ტკივილს გრძნობთ გვერდებში
ძლიერი ტკივილი მოწმობს საკვერცხეების და საშვილოსნოს მილის შებრუნებაზე. ეს ხდება კისტის გამო; ზედმეტი ფიზიკური დატვირთვები, ტრავმები და ხველებაც კი შესაძლოა იწვევდეს მას, რამაც საბოლოოდ შესაძლოა საკვერცხის ექსტრემალურად გაუქმებაც გამოიწვიოს.


6. აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები
არამარტო ტკივილი, დაურეგულირებელი ციკლი, ტკივილი სექსის დროს, სისხლდენა თვიურის პერიოდებამდე, დიარეა, პირღებინება... ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ დროა, მიხედოთ ჯანმრთელობას.


7. იმდენად ძლიერ ტკივილს განიცდით, რომ მზად ხართ, სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ
ჯანმრთელი ქალის ორგანიზმი შეუძლებელია აუტანლად მძიმე ტკივილებს განიცდიდეს. თუკი იმდენად ცუდად ხართ, რომ მზად ხართ, გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, შესაძლოა, ნამდვილად გჭირდებათ საავადმყოფოში გადაყვანა. უმჯობესია, დაიზღვიოთ თავი და გაესინჯოთ ექიმს, ვიდრე შემდეგ ინანოთ.


რა იწვევს ხშირ შემთხვევაში ტკივილს?
ხშირ შემთხვევაში ენდომეტრიოზი იწვევს ტკივილს. ენდომეტრიის უჯრედები, რომლებმაც უნდა დატოვოს ორგანიზმი ყოველი ციკლის პერიოდში, საშვილოსნოს კანში იწყებს ზრდას და არ გამოდის გარეთ. ენდომეტრიის შიგთავსი ყოველთვიურად არ იცვლება და თვეში სტანდარტულად 3-4 დღის განმავლობაში ციკლის სახით გამოდის ორგანიზმიდან. ეს კი შედეგად ზოგჯერ ანთებით პროცესს იწვევს და ქრონიკულ ტკივილებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა