თეგებით ძიება

სიმძიმე და დაღლილობა ქვედა კიდურებში - როგორ ვუშველოთ პრობლემას?

დაღლილი ფეხების სინდრომი - სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება ქვედა კიდურებში, დღეს ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად იქცა, განსაკუთრებით, ქალებში.

საქმიანობა, რომელიც დღის განმავლობაში ხანგრძლივად ჯდომას ან დგომას მოითხოვს, ეს შეიძლება იყოს საოფისე ან თუნდაც საოჯახო საქმიანობა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი ტარება, ტანზე ვიწროდ მომდგარი ტანსაცმელი, როგორიცაა, ჯინსის შარვლები, ყველაზე ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორებია. ზაფხულის ცხელი პერიოდი კი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

საინტერესოა, რატომ ხდება ასე?

საქმე ის გახლავთ, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიც სიარულია, წვივის კუნთების რიტმულ შეკუმშვას და ვენური სისხლის ადინებას უზრუნველყოფს. ხანგრძლივი ჯდომა, უძრავად დგომა, ასევე, მაღალქუსლიანი ან ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის ტარება კი, პირიქით, ვენური სისხლის მიმოქცევას ანელებს. სწორედ ეს იწვევს სიმძიმის, დაღლილობის, სიმხურვალის შეგრძნების გაჩენას ქვედა კიდურებში, რაც ჯანმრთელ ადამიანსაც კი შეიძლება დაემართოს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი სიმპტომები მაშინაც ჩნდება, როცა ვენის კედლის ან სარქვლების პრობლემა არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომები უყურადღებოდ არ დავტოვოთ.

ასეთ შემთხვევებში ექიმები გვირჩევენ:

შეეცადეთ, დღის განმავლობაში ხანგრძლივად არ იდგეთ ან იჯდეთ. საათში ერთხელ ადექით და იარეთ თუნდაც 5 წუთის განმავლობაში.
დღე დაიწყეთ და დაამთავრეთ ფეხების მსუბუქი გაჭიმვით.
საღამოს მიიღეთ კონტრასტული შხაპი (თბილი და გრილი წყლის მონაცვლეობა).
დაბანის შემდეგ გაიმშრალეთ ქვედა კიდურები ქვევიდან ზევით მიმართულებით.
შეამცირეთ ალკოჰოლის, ყავის, ნიკოტინის მოხმარება.
ატარეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი (3-4 სმ ქუსლით) და შეეცადეთ, სახლში იაროთ ფეხშიშველმა.
ნუ ატარებთ წელისა და ქვედა კიდურების არეში შემოჭერილ ტანსაცმელს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა