რა ემართება ორგანიზმს, როდესაც ნაყინს მიირთმევთ?
რა ემართება სხეულს ნაყინის ჭამის დროს? გასუქებთ? გაგრილებთ? თუ ხელს უწყობს ფორმების შენარჩუნებას?
მაშინ, როცა გარეთ თერმომეტრის ნიშნული 30 გრადუსს აცდება, ამავდროულად ყოველდღე მატულობს ტემპერატურა, ლოგიკურია, რომ გაგრილების სურვილი გვიპყრობს და გემრიელი ნაყინის საყიდლად გავრბივართ. მართალია, დესერტი ძალიან მალე მთავრდება - აი დანაშაულის გრძნობა კი ნამდვილად დიდხანს რჩება. ღირს კი სანერვიულოდ?
გვეხმარება თუ არა ნაყინი გახდომაში?
ისინი ვინც განსაზღვრულ დიეტებსა და სპეციალურ კვებაზე არიან ყოველდღიურად, უნდა აანალიზებდნენ, რომ კვირაში ერთხელ ერთი ჭიქა ნაყინი
ნამდვილად არ დაარღვევს მათი კვების რეჟიმს, მაგრამ თუკი მაინც ფიქრობთ, რომ დიეტურ ბალანსს დაარღვევთ ნაყინის ჭამით, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ სორბეტებს - უშაქრო ნაყინს (რა თქმა უნდა თუკი არ ხართ დიაბეტიკი). მეორე ნაყინის ვარიანტი კი - ეს არის რძეზე დამზადებული, არავითარი ნაღებით, აირჩიეთ უბრალოდ ჭიქის ნაყინი, თუმცა ჭამამდე წაიკითხეთ მისი შემცველობა, არ ჰქონდეს რაიმე სახის ცხიმი შემცველობაში, განსაკუთრებით კი პალმის ზეთის სახით.
რომელი ნაყინისგან გებერებათ მუცელი?
მუცლის შებერილობა შესაძლოა ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული, თუმცა ძირითადად საკვებთან ვაკავშირებთ ამას და სხვათა შორის ნაყინიც, შედის ასეთი პროვოკატორების სიაში. ზოგიერთი ჩვენგანი ასაკის მატებასთან ერთად ლაქტოზას ვეღარ იღებს (დაახლოებით მთელი პლანეტის 75%), ამასთანავე სულაც არ არის აუცილებელი, რომ ლაქებით დაიფაროთ და იგუდებოდეთ. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, რა მოსდის სხეულს ნაყინის ჭამის შემდეგ. შებერილობა შესაძლოა განპირობებული იყოს საკვებზე ალერგიით, შესაბამისად გამოდის, რომ ნაყინი რძის შემცველობით თქვენზე ცუდად აისახება. ამიტომ მიირთვით ხილის ყინული, ან ნაყინი მომზადებული ქოქოსის ბაზაზე.
როგორ შეიძლება აისახოს ნაყინი ჩვენს განწყობაზე?
კალციუმი და ფოსფორი არამარტო ძვლების სიჯანსაღეზეა პასუხისმგებელი, არამედ განწყობაზეც. განსაკუთრებით კი ქალებში. ეს დაკავშირებულია ჰორმონალურ დარღვევებთან მენსტრუალური ციკლის პერიოდში. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საუკეთესო საშუალებაა ემოციური ცვლილებების დროს ციკლის პერიოდში. კიდევ ერთი პლიუსი ჰორმონ - ტრომბოტონინის სტიმულირებაა, რაც ორგანიზმში სტრესის დონეს ამცირებს. ამასთანავე რძე შეიცავს L- ტრიფტოფანს, ბუნებრივ ტრაკვილიზატორს, რაც ეხმარება ნერვულ სისტემას მოდუნებაში და უგულებელყოფს უძილობას.
საყვარელი სერიალი ნაყინთან ერთად? არ არის ცუდი იდეა!