ყველა ხილი ერთნაირი არაა!
კვების ექსპერტები განმარტავენ, რომელი ხილი არ უნდა მიიღოთ, თუ გახდომა გსურთ.
ხილის მირთმევა ყოველთვის მოწინავე რიგებს იკავებს ჯანსაღი კვების და დიეტების დროს. თუმცა, საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ ყველა ხილი ერთნაირი არ არის. განსაკუთრებით მაშინ თუ დაკლება გადაწყვიტეთ, რადგან ხილი შეიცავს შაქარს. ამიტომ საჭიროა აირჩიოთ ისეთი სახეობა, რომელშიც ნაკლები შაქრის რაოდენობა. მაგალითად, ასეთებია: საზამთრო და მარწყვი.
ასე რომ, დიეტის დაწყებამდე გაარკვიეთ, რომელი ხილი შეიცავს ჭარბ ფრუქტოზას. გლუკოზისგან განსხვავებით, ფრუქტოზა უფრო ტკბილია და არ იწვევს ორგანიზმში შაქრის
დონის მომატებას. გლუკოზა აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ უჯრედი მხოლოდ იმ რაოდენობით იღებს მას, რაც ორგანიზმს სჭირდება. ჰორმონი ინსულინი პასუხიმგებელია მიღებული ნახშირწყლები აქციოს გლუკოზად, რომელიც უჯრედში მოხვდება. ჭარბი გლუკოზის დროს კი ინსულინი გადადის ცხიმში.
თქვენი საყიდლების სია... აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო
არსებობს ხილის ისეთი სახეობები, რომლებსაც მაღალი კალორიულობა ახასიათებთ, მაგრამ მაინც გვეხმარებიან წონის დაკლებაში. ასეთებად მიიჩნევა: ქოქოსი და ავოკადო. პირველ პროდუქტს მაღალი ცხიმის შემცველობის გამო 100 გრამზე 380 კკალ აქვს, აძლიერებს იმუნიტეტს. რაც შეეხება ავოკადოს, 100 გრ. შეიცავს 233 კალლ. გამოყავს ტოქსინები და მავნე ნივთიერებები ორგანიზმიდან, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. საყიდლების სიაში შევიყვანოთ ანანასიც, რომელსაც თუ დილით მიირთმევთ, მაქსიმალურ სასარგებლო თვისებებს გამოავლენს. ის შეიცავს ნივთიერება ბრომელაინს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. სასურველია, ანანასი არ შეიძინოთ დაკონსერვებული სახით.
მნიშვნელოვანია ხილში სიმწიფის განსაზღვრა
მხედველობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა იქონიოთ - არის თუ არა ხილი მწიფე. ზედმეტად გადამწიფებული ხილი, არამხოლოდ გარეგნულად იცვლის ფორმას, არამედ ეცვლება სასარგებლო თვისებებიც. შაქრის შემცველობა მნიშვნელოვნად მატულობს, მას შემდეგ, რაც სახამებელი გარდაიქმნება ფერმენტებად, რომლებიც დიდი რაოდენობით გლუკოზას წარმოქმნიან. ასეთ დროს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხილში სახამებელი უკვე გადაგვარებულია, ამიტომ სხეულში ის სწრაფად მეტაბოლიზდება. შესაბამისად, უკეთესია ახალი ხილი მიირთვათ.
ხილის ჭამა ღამით, კი თუ არა?
მეცნიერებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ ხილის საღამოს საათებში მირთმევის შესახებ. ზოგი თვლის, სჯობს ხილი დღის პირველ ნახევარში მიიღოთ, რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ, შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს და თუ არ დაიწვა გარდაიქმნება ცხიმად. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, ღვიძლში და ცხიმოვან ქსოვილებში შაქრის გადანაწილების პროცესი ირღვევა, რაც ორგანიზმში ცხიმის დაგროვების მიზეზია. სარამოს კვება, ხილის გარდა სხვა პროდუქტებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. მაგალითად, ისეთი საკვებით, რომლებიც ადვილად მოსანელებელ ცილებს შეიცავენ.
წვენები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში
როდესაც ექსპერტებს ხილის მოხმარების შესახებ ეკითხებით, ბუნებრივია ისინი წვენის სახით მიღებას არ გირჩევენ. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ ხილის წვენი ჩვეულებრივ შეიცავს ფრუქტოზის მაღალ კონცენტრაციას. ეს იწვევს ინსულინის დონის გაზრდას და წინააღმდეგობას უწევს ანტიოქსიდანტების სარგებლობას. დაკონსერვებულ წვენებტან მიმართებაში, ექსპერტები გირჩევენ ფრთხილად იყოთ ეტიკეტის მიმართაც, რადგან ბევრი მათგანი ხელოვნურ დანამატებს შეიცავს.
წყარო: hola.com