მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ უნდა ეძინოთ ქალებს კაცებზე მეტხანს?
ყველაზე მარტივი გამამართლებელი საბუთი ამ დროს ძირითადად არის ის, რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი სამუშაო ჰქონდათ და დაიღალნენ.
„მარაოს“ რედაქციამ კი გოგონების სწრაფად დაძინების საიდუმლო ამოხსნა და გიზიარებთ მეცნიერების შეხედულებებს, თუ რატომ უნდა ეძინოს ქალს უფრო მეტხანს, ვიდრე მამაკაცს.
მიზეზი #1: ქალის ტვინი
უფრო რთულადაა აგებული
ლაფბოროს უნივერსიტეტის ბრიტანელ მეცნიერთა კვლევებს თუ გადავხედავთ, შარშან მათ გამოაქვეყნეს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალის ტვინი უფრო რთულადაა აგებული მამაკაცის ტვინისგან განსხვავებით. ამის მიზეზია ის, რომ ქალს უფრო მეტი ვარაუდი და მოსაზრება უჩნდება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და უფრო მოქნილია გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ ეს ყოველივე ულევი ენერგიის დახარჯვასთან არის დაკავშირებული. ამიტომ მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ გამოძინებისთვის.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცები ზარმაცები და უფრო შენელებულები არიან აზროვნების კუთხით. უბრალოდ ქალს მინიმუმ 20 წუთით მეტი დრო სჭირდება საწოლში „გადატვირთვისთვის“ და ეს დამტკიცებულია!
მიზეზი #2: ქალები გამოუძინებლობას უფრო მეტად განიცდიან
ინგლისელმა ფსიქიატრმა, ლაფბოროს უნივერსიტეტის ლექტორმა დაადგინა: ქალებს უფრო მძიმედ გადააქვთ გამოუძინებლობა, ვიდრე მამაკაცებს. მათში მატულობს აგრესია და გაღიზიანებადობა, ხდებიან უხეშები და დეპრესიულები. საქმე იმაშია, რომ მათი ნერვული სისტემა უძილობაზე მწვავე რეაქციებს ავლენს. შესაბამისად, დიდია იმის ალბათობა, რომ ნეგატიური შედეგი გამოიღოს მუდმივმა უძილობამ სისხლძარღვთა სისტემაზე. მამაკაცის ნერვული სისტემა კი ამ საკითხში უფრო მტკიცედ იტანს უძილობას და არ აქვს მსგავსი ტიპის რეაგირება.
მიზეზი #3: ღამის ძილი აისახება ინტელექტზე
საერთაშორისო ექსპერიმენტის შედეგად, მაქს პლანკის მეცნიერებმა, მიუნჰენში 160 ზრდასრულ ადამიანზე ცდის შედეგად ანალიზებმა აჩვენეს, თუ როგორ აისახება ინტელექტზე ძილი. ტვინის აქტიურობა შენელებულ ძილის ფაზაში სიზმრებს ვერ აღიქვამდა. აღმოჩნდა, რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდით სძინავს ქალს, მისი IQ იზრდება, ხოლო მსგავსმა ექსპერიმენტმა მამაკაცებში ცვლილება არ აჩვენა.
დასკვნის სახით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწრაფად და სხარტად სააზროვნოდ მნიშვნელოვანია ძილის ხანგრძლივობა.