თეგებით ძიება

ნივთები, რომელთა გამოც წონაში იმატებთ

საშიშროება თითქმის ყველგან არის. არა მარტო არასწორი კვება და ჯდომითი ცხოვრების წესი ანადგურებს ჩვენს წონას, არამედ ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. როგორც აღმოჩნდა, სახლში ყველა ჩვენგანს გვაქვს ეს ნივთები. შესაბამისად, კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ მათ შემცველობაში არსებული ნივთიერებები ჰორმონალურ ბალანსს და ნივთიერებათა ცვლას არღვევს ჩვენს ორგანიზმში.
შეწყვიტეთ მათი გამოყენება - ეს აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და ფორმებზე.

არომატული საშუალებები:
ყველა არა, რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმე შეიცავს ფტალატებს - ქიმიური საშუალებები, რომლებიც პასუხისმგებელია არომატიზაციაზე. როგორც დაკვირვებებმა
აჩვენა, ფტალატები ორგანიზმში გროვდება და მეტაბოლიზმზე აისახება. ამიტომ ყურადღებით შეამოწმეთ კოსმეტიკური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ქიმიის გამწმენდი საშუალებები. თუკი შემცველობაში ფტალატები არის მითითებული, არ გამოიყენოთ.

კონსერვირებული პროდუქტები:
ბისფენოლომი А (BPA) - ქიმიური ესტროგენოიდული საშუალებაა, რომელიც კონსერვირებისთვის გამოიყენება ზოგ შემთხვევაში. მეტწილად ის უსაფრთხოა, მაგრამ დიდი მჟავიანობის შემცველ პროდუქტებთან ერთად, მაგალითად, კონსერვირებულ პომიდორთან ერთად, მას შეუძლია საკვებში მოხვედრა და მისი მეშვეობით კი ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ აუცილებელია კონსერვების შეძენამდე წაიკითხოთ შემადგენლობა.

პლასტმასის ჭურჭელი:
ისევ და ისევ ფტალატები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, პლასტმასის შემცველობაში მრავლად არის, გაცხელების შედეგად კი საკვებში მარტივად ხვდება. ამიტომ პლასტმასის ჭურჭელს ნუ გამოიყენებთ ცხელი კერძებისთვის. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ცხელ კერძებს ასეთ ჭურჭელში მიირთმევენ, სამჯერ მეტს იწონიან, ვიდრე ისინი, ვინც ერიდება ასეთი ნივთების გამოყენებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა