თეგებით ძიება

6 ნიშანი იმისა, რომ მოძრაობა გაკლიათ

ჯდომითი რეჟიმი საგანგაშოა ცხოვრებისთვის, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების მსგავსად. არასაკმარისმა აქტივობამ, პირდაპირი გაგებით, შესაძლოა მოგვკლას: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები პირდაპირ კავშირშია არასაკმარის მოძრაობასთან. თუმცა, როგორ განვსაზღვროთ, თუ რამდენად საკმარისად გადავადგილდებით?
შეამოწმეთ, რამდენად აღგენიშნებათ ეს სიმპტომები და არსებობის შემთხვევაში გაზარდეთ აქტივობა!

ძალიან სწრაფად იღლებით
არ გაქვთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები, სწორად იკვებებით, მაგრამ მაინც სწრაფად იღლებით დღის განმავლობაში? რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, პრობლემა სწორედ უმოძრაობაში მდგომარეობს: კვლევამ, რომელიც ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩაატარეს სპეციალისტებმა, აჩვენა, რომ 20-წუთიანი აერობული ვარჯიშები კვირაში სამჯერ ენერგიის
დონეს 20%-ით მატებს. რეგულარული სპორტული აქტივობა დაღლილობას 65%-ით ამცირებს, რაც პირდაპირ აისახება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. რაც უფრო მეტად იღლებით, უფრო მეტად უნდა დაიტვირთოთ თავი.


მუდმივად განიცდით ყველაფერს
ჯდომითი რეჟიმი და მუდმივად სტრესში ყოფნა დეპრესიულ აშლილობას უწყობს ხელს. ეს არაერთმა მეცნიერულმა კვლევამ დაადგინა. რეგულარული აერობიკის ვარჯიშები სტრესის დონის შემცირებას უწყობს ხელს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.


გიჭირთ მუშაობა
ნეირობიოლოგებმა დაამტკიცეს ურთიერთკავშირი ჯდომითი ცხოვრების რეჟიმსა და დაბალ შრომისუნარიანობას შორის. ფიზიკური ვარჯიშები ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესს აუმჯობესებს. იზრდება ნეირონების აქტივობა, ადამიანს კი შედეგად უმარტივდება კონცენტრირება და ინფორმაციის დამახსოვრება. სპორტი უფრო ყურადღებიან და პროდუქტიულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში შეგიწყობთ ხელს. ივარჯიშეთ და თქვენი გონება მუშაობის პროცესში ბევრად სწრაფად განვითარდება.


ჰორმონალური ბალანსი დარღვეული გაქვთ
მოძრაობის ნაკლებობა ნეგატიურად აისახება არა მარტო გულსა და სისხლძარღვებზე, არამედ ჰორმონების ბალანსზეც. ცხიმის ზრდა ორგანიზმში ესტროგენის მომატებისა და ტესტოსტერონის დონის შემცირების მიზეზი შესაძლოა გახდეს, რაც აისახება განწყობაზეც. ამიტომ აქტიური სპორტული ვარჯიშები დაგეხმარებათ ჰორმონალური ბალანსის დაცვაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.


პრობლემა გაქვთ საჭმლის მონელებასთან
კუჭ-ნაწლავი ზარმაცი და მომთხოვნი გახდა? დაიწყეთ ვარჯიში: აერობული ვარჯიშები აუმჯობესებს სუნთქვას და არეგულირებს ნაწლავების სწორად ფუნქციონირებას. სირბილი, სიარული, ცურვა - ამ ფიზიკური დატვირთვების შედეგად არა მარტო გულ-სისხლძარღვთა სისტემა რეგულირდება, არამედ თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება უმჯობესდება.


ცუდად გძინავთ
თუკი გიჭირთ დაძინება, ღამით გეღვიძებათ და დილით უენერგიოდ იღვიძებთ, ეს აქტივობისა და მოძრაობის უკმარისობის ბრალია. როგორც Sleep Medicine-ის კვლევაში არის გამოქვეყნებული, დაკვირვების შედეგად, ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, უკეთ სძინავთ მოძრაობის არმქონე ადამიანებთან შედარებით. შეეცადეთ, დაამატოთ აერობული ვარჯიშები, ეს თქვენს ძილის რეჟიმს აუცილებლად დაარეგულირებს.


წყარო: cosmo


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა